bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 33
Jeremiah 33
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 34 →
1
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ მეორედ, როდესაც ის ჯერ კიდევ დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში.
2
„ასე თქვა უფალმა, რომელმაც შექმნა მიწა, რომელმაც გამოსახა, რათა დაემყარებინა იგი, უფალია სახელი მისი!
3
‘მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ,
4
რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც მიწაყრილთა და მახვილთა გამოა დანგრეული მათ მიერ,
5
რომლებიც მოდიან ქალდეველებთან საბრძოლველად და იმ ადამიანთა გვამებით მათ ასავსებად, რომლებიც მე დავხოცე ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში, რომ დავუმალე ჩემი პირი ამ ქალაქს ყველა მათი ბოროტების გამო:
6
აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,
7
და დავაბრუნებ იუდას და ისრაელს ტყვეობიდან და ავაშენებ მათ, როგორც თავდაპირველად იყო.
8
და განვწმედ მათ ყველა მათი ურჯულოებისაგან, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ, და მივუტევებ მათ დანაშაულს, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ და რომლითაც განმიდგნენ მე.
9
და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც მოისმენენ ყველა ამ სიკეთეზე, რომელსაც მე ვიქმ, და შეშინდებიან და შეძრწუნდებიან ყველა სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მე მივუზღავ მას.’
10
თქვა უფალმა: ‘ამ ადგილას, რომელზეც თქვენ ამბობთ: აოხრებულია, უკაცრიელი და უსაქონლოა, კვლავ გაისმება იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც დაცარიელებული, უკაცრიელი, უმოსახლო და უსაქონლოა,
11
მხიარულების ხმა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და პატარძლის ხმა, ხმა მთქმელთა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მოიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც თავდაპირველად იყო.“ – სიტყვა უფლისა.
12
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘ამ ადგილას, რომელიც აოხრებული, უკაცრიელი და უსაქონლოა, და მის ყველა ქალაქში კიდევ იქნება ბინა მწყემსთა, რომლებიც დაყრიან ფარას.
13
მთის ქალაქებსა და დაბლობ ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებსა და ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში კიდევ გაივლის ცხვარი დამთვლელის ხელის ქვეშ,’ – სიტყვა უფლისა.
14
‘აჰა, მოდის დღეები,’ სიტყვა უფლისა, ‘და მე აღვადგენ იმ კეთილ სიტყვას, რომელიც მე წარმოვთქვი ისრაელის სახლზე და იუდას სახლზე.
15
იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე.
16
იმ დღეებში გადარჩენილი იქნება იუდა და იერუსალიმი უსაფრთხოდ დასახლდება. და აჰა, რას უწოდებენ მას: უფალია ჩვენი სიმართლე!’
17
რადგან ასე თქვა უფალმა: ‘არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი,
18
და ლევიან მღვდლებს არასოდეს დაელევათ ჩემს წინაშე კაცი, სრულადდასაწველის აღმვლენელი და ძღვენის მკმეველი და მსხვერპლის შემწირველი ყოველდღიურად.’“
19
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ:
20
„ასე ამბობს უფალი: ‘თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რათა აღარ იყოს დღე და ღამე თავის დროზე,
21
ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ არ ჰყავდეს მას ძე მის ტახტზე სამეფებლად, და ლევიანებთან, მღვდლებთან, ჩემს მსახურებთან.
22
როგორც აურაცხელია ცის მხედრობა და განუზომელია ზღვის ქვიშა, ისე გავამრავლებ დავითის, ჩემი მსახურის, თესლს და ლევიანებს, ჩემს მსახურთ.“
23
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ:
24
„განა არ დაინახე, რას ლაპარაკობდა ეს ხალხი: ‘ორი მოდგმა, რომელნიც უფალმა ამოარჩია, მანვე უკუაგდო ისინი,’ და მოიძულეს ჩემი ხალხი, თითქოს არ ყოფილიყო ხალხი მათ წინაშე?
25
ასე თქვა უფალმა: ‘რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღესთან და ღამესთან, განჩინებანი ცისა და ქვეყნისა,
26
მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემ მსახურთა თესლსაც უკუვაგდებდი, არ ავიყვანდი ხელმწიფეებს მისი თესლიდან აბრაამის, ისაკისა და იაკობის თესლისათვის. მაგრამ დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!’“
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52