bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 38
Jeremiah 38
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 39 →
1
და მოისმინეს შეფატი ამათანის ძემ, გედალი ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ ის სიტყვები, რომელთაც იერემია ეუბნებოდა მთელ ერს:
2
„ასე თქვა უფალმა: ‘ამ ქალაქში მჯდომი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, და ვინც ქალდეველებთან გავა, ცოცხალი დარჩება, და თავისი სული ექნება მას ნადავლად და იცოცხლებს იგი.
3
ასე თქვა უფალმა: აუცილებლად გადაეცემა ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ლაშქარს ხელთ და იგი დაიპყრობს მას.“
4
და უთხრეს მთავრებმა მეფეს: „დაე, მოკლულ იქნეს ეს კაცი, რადგან ამით ის ძალას ართმევს ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლ კაცთა ხელებს და მთელი ერის ხელებს, რომ ეუბნება მათ მსგავს სიტყვებს, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ მოითხოვს ამ ერისათვის, არამედ უბედურებას.“
5
და თქვა მეფე ციდკიაჰუმ: „აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია თქვენს საწინააღმდეგოდ.“
6
და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც საყარაულო ეზოში იყო, და ჩაუშვეს იერემია საბელებით, დილეგში კი წყალი არ იყო, არამედ ტალახი. და ჩაიძირა იერემია ტალახში.
7
შეიტყო ეთიოპიელმა საჭურისმა ყებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში იმყოფებოდა, რომ დილეგში ჩასვეს იერემია; მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
8
და გავიდა ყებედ-მელექი მეფის სახლიდან და უთხრა მეფეს ასე:
9
„ჩემო ბატონო მეფევ, ამ კაცებმა ბოროტება ჩაიდინეს ყოველივე იმით, რაც გაუკეთეს იერემია წინასწარმეტყველს, რომელიც დილეგში ჩააგდეს. შიმშილით მოკვდება, რადგან აღარაა პური ქალაქში.
10
და უბრძანა მეფემ ეთიოპიელ ყებედ-მელექს: „წაიყოლე ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, სანამ არ მომკვდარა.“
11
და წაიყვანა ყებედ-მელექმა თავისთან ეს კაცები და მივიდა მეფის სახლში, საგანძურის ქვეშ, და აიღო იქიდან ძველი ძონძები და ჩვრები და ჩაუშვა ისინი იერემიასთან დილეგში საბელებით.
12
და უთხრა ქუშელმა ყებედ-მელექმა იერემიას: „ამოიდე ძველი ძონძები და ჩვრები იღლიებში, საბელებს ქვეშ.“ და ასე გააკეთა იერემიამ.
13
და ამოსწიეს იერემია საბელებით და ამოიყვანეს დილეგიდან და დაჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
14
და გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ და მოუყვანეს იერემია წინასწარმეტყველი მას მესამე შესასვლელთან, რომელიც უფლის სახლშია, და უთხრა მეფემ იერემიას: „ერთ რამეს გკითხავ და ნურაფერს დამიმალავ!“
15
და უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს: „რომ გითხრა, ხომ მომკლავ? და კიდევაც რომ გირჩიო, მაინც არ მომისმენ“.
16
და ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას ასე: „როგორც ცოცხალია უფალი, რომელმაც შეგვიქმნა ჩვენ ეს სული, რომ მე არ მოგკლავ და არ გადაგცემ იმ კაცთა ხელთ, რომელნიც შენს სულს ეძიებენ!“
17
და უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს: „ასე თქვა უფალმა, ღმერთმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თუ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, მაშინ იცოცხლებს შენი სული და ეს ქალაქი არ დაიწვება ცეცხლში და იცოცხლებთ შენ და შენი სახლი.
18
მაგრამ თუ არ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, მაშინ ეს ქალაქი ქალდეველთა ხელთ გადაეცემა და დაწვავენ მას ცეცხლში, და შენ თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან.“
19
და უთხრა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას: „მეშინია იუდაელებისა, რომლებიც ქალდეველთ ჩაუვარდნენ, რომ არ გადამცენ მე მათ ხელში და არ შეურაცხმყონ მე.“
20
და თქვა იერემიამ: „არ გადაგცემენ! უსმინე უფლის ხმას, როგორც მე გეუბნები, და უკეთესი იქნება შენთვის და იცოცხლებს შენი სული.
21
ხოლო თუ არ ისურვებ გასვლას, ეს არის სიტყვა, რომელიც მესმა უფლისაგან:
22
‘აჰა, ქალი, რომელიც იუდას მეფის სახლში დარჩა, გაყვანილი იქნა ბაბილონის მეფის მთავრებთან და იტყვიან ისინი: „მოგატყუეს შენ და გძლიეს შენმა მეგობრებმა, ხოლო როდესაც ტალახში ჩაგეფლო ფეხები, უკუიქცნენ ისინი.’“
23
და შენს ყველა ცოლს და შენს ძეთ ქალდეველებთან გაიყვანენ, და შენც თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფის ხელით იქნები დაჭერილი და ეს ქალაქი ცეცხლში დაიწვება.“
24
და უთხრა ციდკიაჰუმ იერემიას: „ნურავინ ნუ გაიგებს ამას და არ მოკვდები.
25
მაგრამ მთავრებმა რომ გაიგონ, რომ მე გელაპარაკებოდი, რომ მოვიდნენ და გითხრან: ‘რა უთხარი მეფეს და რა გითხრა შენ მეფემ, ნუ დაგვიმალავ და არ მოგკლავთო,’
26
მაშინ უთხარი მათ: ‘მე ვევედრებოდი მეფეს, რომ არ დავებრუნებინე იონათანის სახლში, რათა იქ არ მოვმკვდარიყავი.’“
27
და მოვიდა ყველა მთავარი იერემიასთან და შეეკითხნენ მას, და მან აუწყა მათ ყოველივე, რაც მეფემ უბრძანა მას და მათ შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი ვერ შეიტყვეს.
28
და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში იმ დღემდე, როდესაც დაპყრობილ იქნა იერუსალიმი. და იყო იქ, როდესაც დაპყრობილ იქნა იერუსალიმი.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52