bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 1
Job 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 2 →
1
ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული.
2
და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული.
3
და იყო მისი სამწყსო: შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი; და ჰყავდა ძალიან ბევრი მსახური; ყველაზე დიდი იყო ის კაცი აღმოსავლეთის ძეთა შორის.
4
მისი ძენი მიდიოდნენ და მართავდნენ პურობას, ყოველი მათგანი თავის სახლში და თავის დღეს, და ისინი უგზავნიდნენ და თავის სამ დასაც იწვევდნენ, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
5
ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგების შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.“ ასე იქცეოდა იობი ყოველთვის.
6
და ერთ დღეს მოვიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და მათ შორის სატანაც მოვიდა.
7
და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.“
8
და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“
9
და მიუგო სატანამ უფალს: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?
10
განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი.
11
აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.“
12
და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!“ და გამოვიდა სატანა უფლისაგან.
13
ერთ დღეს, როცა მისი ძენი და მისი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში,
14
მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: „ხარები ხნავდნენ და ჭაკი ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
15
და დაეცნენ შებაელები მათ და წაასხეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“
16
ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“
17
ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „ქალდეველნი დაეწყვნენ სამ რაზმად და დაეცნენ აქლემებს და წაასხეს ისინი, მსახური ბიჭები მახვილის პირით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“
18
ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „შენი ძენი და შენი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში,
19
და აჰა, დიდი ქარი მოვარდა უდაბნოდან, ეძგერა სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხოთ ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“
20
და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი, და გადაიპარსა თავი, და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა,
21
და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“
22
ყოველივე ამაში იობს არ შეუცოდავს, ღვთის აუგი არ დასცდენია.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42