bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 15
Job 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 16 →
1
და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2
„განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ხორშაკით უნდა ივსებდეს მუცელს?
3
უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა?
4
შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღვთის წინაშე,
5
რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია.
6
შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7
პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, და ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
8
ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
9
ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ?
10
ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით.
11
გეცოტავება ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი?
12
სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს?
13
ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან?
14
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს დედაკაცის ნაშობი?
15
აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა,
16
მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
17
გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები,
18
რაც ბრძენკაცებს სმენიათ და არ დაუმალავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19
მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის.
20
იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის,
21
შიშისზარია მის ყურებში, მშვიდობიანობის დროსაც მას ესხმის დამღუპველი.
22
არ სწამს მას, რომ წყვდიადიდან დაბრუნდება, განწირულია მახვილისათვის.
23
დაწანწალებს ლუკმაპურისთვის, იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
24
აძრწუნებს მას იწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მას, მსგავსად საომრად გასული მეფისა.
25
რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26
ეჭრებოდა მას ჯიუტად, თავისი სქელკოპებიანი ფარით,
27
რადგან თავისივე ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თეძოებზე.
28
და დავანებულია აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული.
29
ვერ გამდიდრდება და არ გაძლებს მისი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი ნაგრამი.
30
ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი დააჭკნობს მის ყლორტებს, და მისი პირის მონაბერით წარიტაცება.
31
ნუ ირწმუნებს ამაოებას იგი, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
32
უდროოდ გათავდება და მისი ტოტები ვერ ამწვანდება.
33
დაემსგავსება ვაზს, ისვრიმი რომ შეაჭკნა, და
34
რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
35
მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და შიგანი მათი ამზადებს სიცრუეს“.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42