bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 36
Job 36
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 37 →
1
განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2
„ცოტა მაცალე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღვთის სახელით სათქმელი სიტყვები.
3
შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს,
4
რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემი სიტყვები. ცოდნაში სრული შენს წინაშეა.
5
აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.
6
იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს;
7
თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი.
8
და თუ მათ ბორკილები ადევთ, და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი,
9
განუცხადებს მათს ნამოქმედარს და მათს დანაშაულებს, რადგან დამძიმდნენ ისინი.
10
გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ.
11
თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში.
12
და თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაეცემიან და უგნურებაში ამოხდებათ სული.
13
გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ.
14
სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე გათავდება საკერპოს მეძავებში.
15
ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და თრგუნვის ჟამს უხსნის მათ ყურს.
16
და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვისკენ, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრის ხორაგიც სავსე იქნებოდა ცხიმით.
17
შენ კი სავსე იყავ უკეთურის მსჯავრით, მსჯავრი და სამართალი შენზეა მოჭიდებული.
18
ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს.
19
ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა?
20
ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან,
21
იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22
აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისნაირი მოძღვარი?
23
ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’
24
გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელთაც ხალხი უგალობს.
25
ყველა ადამიანსა აქვს ნანახი ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ.
26
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მისი წელთა რიცხვი აურაცხელია.
27
რადგან ის აკავებს წყლის წვეთებს, ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას,
28
ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს.
29
თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს?
30
აჰა, ის განაფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს,
31
რადგან ამით განსჯის ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს.
32
თავის ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ.
33
მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც – გრიგალის ამოვარდნას.“
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42