bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 19
Job 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 20 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„როდემდე უნდა მიმწუხრებდეთ სულს და მთრგუნავდეთ მე სიტყვებით?
3
უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გეთაკილებათ, რომ მძრახავთ.
4
და თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება.
5
თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემი დამუნათებით თავი ისე გიჭირავთ, თითქოს მართლები იყოთ,
6
იცოდეთ, რომ ღმერთმა გამამრუდა და გამხვია თავის ბადეში.
7
აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.
8
მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან დააფინა ჩემს ბილიკებს ბნელი.
9
შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა.
10
ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება.
11
და აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა.
12
ერთად მომადგნენ მისი ურდონი, და გამოთვალეს თავიანთი გზა ჩემს წინააღმდეგ, და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს.
13
ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობნი გამიუცხოვდნენ.
14
მახლობელნი განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს.
15
ჩემ სახლში მოსული გარეულნი და ჩემი სახლის მხევლები უცხოდ მათ თვალში უცხო გავხდი.
16
ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით.
17
ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ.
18
ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ.
19
მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდნენ, მტრად მომეკიდნენ.
20
ჩემი ტყავი და ხორცი ჩემს ძვალს მიეკრა ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი.
21
შემიწყალეთ, ჩემო მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
22
რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
23
ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს,
24
რკინის საჭვრეთლით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ!
25
და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება.
26
მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს,
27
რომელსაც მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია თირკმლები ჩემი ჩემს წიაღში.
28
თუ იტყვით: ‘რას ვდევნით მას?’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’
29
გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42