bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 21
Job 21
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 22 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა ჩემი.
3
ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ.
4
განა ადამიანს ვემდური? როგორ არ ვიქნები სულმოკლე?
5
შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი.
6
ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
7
რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ?
8
მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
9
მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე.
10
მისი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
11
ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები.
12
მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულებენ სალამურის ხმაზე.
13
კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს.
14
ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები.
15
რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?’
16
აჰა, მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის! – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან!
17
ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს?
18
იქნებიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და როგორც ბზე, ქარიშხლისაგან მოტაცებული.
19
შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მის შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ!
20
იხილონ მისმა თვალებმა თავისი უბედურება და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
21
რადგან რაღა სარგებლობა აქვს თავის სახლში სიკვდილის შემდგომ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?
22
ნუთუ ღმერთს ჭკუა ესწავლება, როცა იგი ზენაურთ განიკითხავს?
23
ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი.
24
მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით.
25
ზოგი კი სულგამწარებული კვდება, და არ უნახავს სიკეთის გემო.
26
ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ.
27
მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე,
28
რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოთა კარავ-სავანეები?’
29
განა არ შეეკითხეთ გზად ჩამვლელებს, და არ გსმენიათ მათი მოწმობები,
30
რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი კაცი, გარიდებულ იქნება რისხვის დღეს?
31
ვინ ამხილებს მას პირში მისი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მას ნამოქმედარისთვის?
32
სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მის საფლავს.
33
ტკბილად მიიღებს ველის გორახებს, მრავალი კაცი გააცილებს მის ცხედარს, და მის წინაც მრავალი წაუძღვება.
34
როგორღა მანუგეშებთ მე ამაოებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42