bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 29
Job 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 30 →
1
და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა:
2
როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი;
3
როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში გზას ვიკვლევდი.
4
როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს;
5
როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ;
6
როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს;
7
როცა გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვიმზადებდი მოედანზე დასაჯდომელს.
8
დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
9
მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის დაძვრაზე და პირზე ხელს იფარებდნენ;
10
დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,
12
რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა.
13
კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია.
14
სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი.
15
ბრმისათვის თვალები ვყოფილვარ, და კოჭლისთვის – ფეხები;
16
გლახაკისთვის მამა ვყოფილვარ; და ჩემთვის უცნობი საქმე გამომიძიებია.
17
უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და კბილებიდან ნატაცარი გამომიგლეჯია.
18
და მითქვამს: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღენი.
19
ჩემი ფესვი გადგმულია წყლისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20
ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’
21
მისმენდნენ და მელოდებოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ;
22
ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს იტყოდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი;
23
წვიმასავით მელოდებოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ;
24
გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ.
25
გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და დავივანე, როგორც მეფემ ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელმა!“
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42