bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 12
Job 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 13 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ, და სიბრძნე თქვენთან ერთად მოკვდება.
3
მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. და ვინ არ იცის ეს ყოველივე?
4
მოყვასის დასაცინი შევიქენი, მე, ღვთისმხმობელი და მისგან პასუხის მიმღები. დასაცინი შევიქენი, მართალი და უმწიკვლო.
5
გალაღებულ კაცს ზიზღი აქვს მარცხისა, როგორც ფეხდასხლეტილის ხვედრისა.
6
მყუდროება სუფევს მძარცველთა კარვებში, უშიშრად არიან ღვთის განმარისხებელნი, ვინც ღმერთი მოიყვანა თავისი ხელით.
7
აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის.
8
ან მიწას გაესაუბრე და ის გასწავლის, და მოგახსენებენ ზღვის თევზები.
9
ვინ არ იცის ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს?
10
მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და
11
განა ყური არ განარჩევს სიტყვებს? განა სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს?
12
სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში.
13
ღმერთთანაა სიბრძნე და ძალი, მასთანაა რჩევა და გონება.
14
აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, დაამწყვდევს კაცს და ვეღარ გამოიხსნება.
15
აჰა, შეაკავებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გადახრავენ მიწას.
16
მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი.
17
ტყვედ მიჰყავს მრჩეველნი და მსაჯულებს აბრიყვებს.
18
ბორკილებს აყრევინებს მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს.
19
ფეხშიშველი მიჰყავს მღვდლები, და ამხობს ძლიერებს.
20
ართმევს მეტყველებას თავდაჯერებულთ და გამჭრიახობას – უხუცესებს.
21
დამცირებას ანთხევს დიდებულებზე და ძლიერთა სარტყელს ასუსტებს.
22
აცხადებს იდუმალებებს ბნელიდან და სიკვილის აჩრდილი სინათლეზე გამოჰყავს.
23
განადიდებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და მიუძღვის მათ.
24
გონებას ურევს ქვეყნის ხალხთა თავკაცებს და უგზო-უკვლო უდაბნოში ახეტიალებს.
25
ხელისცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ და მთვრალებივით დაბორიალობენ!“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42