bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 30
Job 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 31 →
1
„და ახლა დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
2
რაღაში მინდა მათი ხელების ძალა? მათ ძალა გამოცლილი აქვთ.
3
დუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში.
4
ნაცარქათამას წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვი მათი პურია.
5
ხალხიდან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;
6
აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს.
7
ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში იყურებიან.
8
ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა განიდევნენ ქვეყნიდან.
9
და მათი საანდაზო.
10
ვეზიზღები, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ.
11
რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი.
12
მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფერხნი განმირთხეს, ჩემს წინააღმდეგ მოასწორეს თავიანთი დამღუპველი გზები.
13
მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, ჩემს უიღბლობას უმართავენ ხელს,
14
თითქოს ფართე მოედანიაო, ქარიშხლით მოექანებიან.
15
საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიჰქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დღეკეთილობა.
16
აწ ჩემში იღვრება ჩემი სული, მებღაუჭებიან ჩემი გაჭირვების დღეები.
17
ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, ხოლო ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება.
18
დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს.
19
მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.
20
შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ.
21
სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, შენი ხელის ძალითა მდევნი.
22
ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. და მაცამტვერებ ქარის ორომტრიალში,
23
ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, და ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ.
24
ნანგრევებისკენ ხელს არვინ იწვდის, დაღუპვის პირას რომ მივა კაცი, მაშინღა ეღირსება შველას.
25
განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე?
26
რადგან სიკეთის იმედი მქონდა და ბოროტება მოვიდა, ნათელს ველოდი და ბნელი მოვიდა,
27
გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა.
28
ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ.
29
ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს.
30
კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან.
31
გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური.“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42