bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 28
Job 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 29 →
1
„რადგან ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს კი ადგილი, სადაც წმენდენ მას.
2
რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძი კი ქვისაგან გამოიდნობა.
3
ზღვარი დაუდვა კაცმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ქვას წყვდიადსა და ბნელში.
4
გაკაფა გზა ხეობაში, შორს უკაცრიელი ადგილიდან, ფეხმივიწყებულ ადგილებში. გამოკიდებულნი არიან კაცთაგან შორს და ქანაობენ.
5
მიწა – მისგან აღმოცენდა პური, მისი ქვეშეთი აბრუნებულია, როგორც ცეცხლი.
6
მისი ქვები საფირონის ადგილია და მის მიწაში ოქრო ურევია.
7
მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, და შევარდნის თვალსაც არ დაუნახავს.
8
ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია.
9
კაჟზე იშვერს ხელს, ძირფესვიანად აყირავებს მთებს.
10
კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი.
11
მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს.
12
სად იპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი?
13
მისი ფასი არ იცის კაცმა, და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება.
14
უფსკრული ამბობს ‘ის ჩემში არ არის!’ და ზღვაც ამბობს: ‘ჩემთან არ არის!’
15
არ გაიცვლება ხალას ოქროში, და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად.
16
არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით.
17
ვერ გაუსწორდება მას და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება.
18
მარჯანი და ბროლი არ არის სახსენებელი, და სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია.
19
ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება.
20
საიდან მოდის სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი?
21
იგი დამალულია ყოველი ცოცხალის თვალთაგან, და დაფარულია ცის ფრინველთაგან.
22
აბადონი და სიკვდილი ამბობენ: ‘ყური მოგვიკრავს მისთვის!’
23
ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი,
24
რადგან ის გაჰყურებს ქვეყნის კიდეებს, და ჭვრეტს მთელ ცისქვეშეთს.
25
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს საწყაულით წყავდა,
26
როდესაც წვიმას წესს უდებდა და მეხისცემას – გზა-სავალს,
27
მაშინ იხილა იგი და გამოაცხადა, გამოიკვლია,
28
და ადამიანს უთხრა: ‘უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონება.’“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42