bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 32
Job 32
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 33 →
1
და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან იგი თავის თვალში მართალი იყო.
2
მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. იობზე იმის გამო განრისხდა, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა.
3
თავის სამ მეგობარზე იმის გამო განრისხდა, რომ მათ პასუხი ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს.
4
და ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
5
რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ გააჩნდა, განრისხდა.
6
მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა.
7
მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი.
8
მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს.
9
დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.
10
ამიტომ ვამბობ: მისმინეთ-მეთქი, რათა მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
11
ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით.
12
და დაგაკვირდით მე თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის.
13
ნუ იტყვით: ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’
14
არ მიუმართავს ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მივმართავ მას თქვენი სიტყვებით.
15
სასოწარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები;
16
მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
17
მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს.
18
რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება.
19
აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს
20
ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ.
21
პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები.
22
რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს!“
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→