bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 2
Job 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 3 →
1
ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინაშე წარსადგომად.
2
და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.“
3
და უთხრა უფალმა სატანას: „არ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.“
4
და მიუგო სატანამ უფალს: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.
5
აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა.“
6
და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“
7
და გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
8
და აიღო იობმა კეცის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.
9
და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!“
10
და მან უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ შენ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.
11
და გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, და მოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, და შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.
12
შორიდან აახილეს თვალი, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ტირილი მორთეს. და შემოიხია თითოეულმა თავისი სამოსელი, და თავზე მტვერი დაიყარა.
13
და ისხდნენ მასთან მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. ხმა არავის გაუცია მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42