bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 5
Job 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 6 →
1
„აბა, მოუხმე, ვინ გამოგეპასუხება? და წმიდათაგანს ვის მიმართავ?
2
რადგან უგუნურს ჯავრი ჰკლავს, და ბრიყვს შური ღუპავს.
3
ვნახე, უგუნური ფესვს იდგამდა და მყისვე დავწყევლე მისი სამყოფელი.
4
შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან დაბეგვავენ, და არავინ ეყოლებათ მოსარჩლე.
5
სამკალს მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან და მწყურვალნი შთანთქავენ მათ დოვლათს.
6
რადგან ნაცარ-მტვრიდან არ მოდის უსამართლობა და მიწიდან არ აღმოცენდება ტანჯვა.
7
რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და ნაპერწკლებივით მიისწრაფის მაღლა.
8
მაგრამ მე ისევ ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთს მივანდობდი ჩემს საქმეს,
9
რომელიც იქმს დიდ და გამოუკვლევ საქმეებს, სასწაულებს, რომელთაც არა აქვს რიცხვი.
10
აძლევს წვიმას მიწის პირს, და წყლებს აგზავნის ყანებზე.
11
აღამაღლებს მდაბლებს და მგლოვიარენი ხსნად მაღლდებიან.
12
ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვერ აღწევენ წარმატებას.
13
იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით, და მზაკვართა თათბირი ფუჭი ხდება.
14
დღისით ისინი წყვდიადს აწყდებიან და შუადღისას ხელისცეცებით დადიან, როგორც ღამეში.
15
ის იხსნის ღატაკს მათი პირის მახვილისაგან და ძლიერის ხელისგან.
16
ისე, რომ უმწეოს იმედი აქვს, და უსამართლობა კუმავს პირს.
17
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი, და ყოვლადძლიერის სასჯელს ნუ უკუაგდებ!
18
თვითონ ლახვრავს და თვითონვე უხვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ.
19
ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდეგზის არ შეგემთხვევა ბოროტება.
20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის და ბრძოლის ჟამს – მახვილისაგან.
21
ენის მათრახს დაემალები, და არ შეგეშინდება, როცა ის განადგურება მოვა.
22
განადგურებასა და შიმშილს დასცინებ, და მიწის მხეცების არ შეგეშინდება,
23
რადგან კავშირი გექნება მინდვრის ქვებთან, და ველის მხეცებთან მშვიდობა გექნება.
24
და შეიტყობ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, და თვალს გადაავლებ შენს სამყოფელს, და დანაკლისი აღარ
25
და შეიტყობ, რომ მრავალრიცხოვანია შენი მოდგმა, და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.
26
საფლავში მხცოვანი ჩახვალ, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება.
27
აჰა, ეს გამოვიკვლიეთ, ასეა ეს, შეისმინე ეს და შენთვის იცოდე.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→