bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 14
Job 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 15 →
1
„ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით.
2
ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გარბის და კვალს არ ტოვებს.
3
და მაინც თვალს აპყრობ მას და სამსაჯავროში მიგყავარ შენთან?
4
ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ!
5
თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ სამანი დაუდე მას და ვერ გადავა,
6
დაეხსენი, მოისვენოს, ვიდრე დღიურ მუშასავით
7
რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.
8
თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა,
9
წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის.
10
და კაცი კვდება და უძლურდება, სულს განუტევებს ადამიანი და სადღა არის?
11
გაედინება წყალი ზღვიდან, და მდინარე იწრიტება და შრება,
12
და კაციც დაწვება და ვეღარ ადგება. ვერ გაიღვიძებენ, ვიდრე არ გაქრება ზეცა, და ძილისგან ვერ გამოფხიზლდებიან.
13
ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა, დრო დაგენიშნა ჩემთვის და შემდეგ გაგხსენებოდი.
14
როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი კვეთების დღეებს დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ფერისცვალება.
15
დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი. მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,
16
რადგან ახლა ნაბიჯებს მითვლი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებ.
17
ჩაბეჭდილია გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავ.
18
მაგრამ ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,
19
ქვებს აცამტვერებს წყალი, მისი ნიაღვარი მიწას წალეკავს. შენც ასევე წარხოცავ კაცის იმედს.
20
სძლევ მას სამუდამოდ და ის მიდის, სახეს შეუცვლი და გაუშვებ.
21
პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ იცის. დამცირდებიან ისინი, ის კი ვერ მიხვდება.
22
მაგრამ თავისი ხორცი სტკივა, და იგი თავის თავს გლოვობს!“
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42