bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 16
Job 16
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 17 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„ამისთანები ბევრი მსმენია, ამაო ნუგეშისმცემელნი ხართ ყველანი!
3
ნეტა მოეღება ბოლო ქარიან სიტყვებს? და რამ შეგაურვა, ასეთ პასუხს რომ იძლევი?
4
მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენი სული ჩემი სულის ადგილზე რომ ყოფილიყო. თავს მოვუყრიდი სიტყვებს თქვენს წინააღმდეგ, და თავის ქნევას დავიწყებდი,
5
გაგამხნევებდით ჩემი პირით, და ჩემს ბაგეთა მოძრაობა დაგიამებდათ ტკივილს.
6
თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები, რა გამშორდება?
7
მაგრამ ახლა მან დამქანცა. შენ დამიქციე მთელი ჩემი კრებული.
8
შენ გამიჩინე ნაოჭები, რაც მოწმობაა ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს საპირისპიროდ.
9
მისი რისხვა მფლეთს და მემტერება, კბილებს მიღრჭიალებს, ჩემი მტერი თვალებს აკვესებს ჩემზე,
10
პირი აქვთ ჩემზე დაღრენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, ერთად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ.
11
მიმცა მე ღმერთმა უსამართლოს, და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო.
12
მშვიდად ვიყავი და დამლეწა; ჩამავლო კისერში ხელი და დამლეწა, და თავის სამიზნედ დამსვა.
13
გარს მეხვევიან მისი ისრები. ის სერავს ჩემს თირკმელებს და არ იბრალებს, ანთხევს ჩემს ნაღველს მიწაზე.
14
იგი ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
15
ძაძა გადავიკერე კანზე და მიწა მტვერში ამოვიგანგლე რქა.
16
სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.
17
თუმცა არაა ძალადობა ჩემს ხელთ და ჩემი ლოცვაც წმიდაა.
18
მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს, და ნუ ექნება თავმისადრეკი ჩემს მოთქმას.
19
ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა.
20
ჩემნო ქომაგნო, ჩემო მეგობრებო, ღვთის მიმართ აღივსება ჩემი ცრემლი,
21
რათა განსაჯოს მან კაცსა და ღმერთს შორის, როგორც ადამიანსა და მის მოყვასს შორის,
22
რადგან თავდება ჩემს წელთა რიცხვი და ვდგები უკანმოუქცეველ გზაზე.“
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42