bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 20
Job 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 21 →
1
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2
„ამიტომ მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვიჩქარი;
3
რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს.
4
ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე,
5
ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი.
6
თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
7
თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’
8
სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვნის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება.
9
თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და მეტად ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას.
10
და მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს.
11
მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით, მაგრამ მასთან ერთად მიიქცევიან მიწა-მტვრად.
12
თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს,
13
თუმცა ზოგავს მას და არ გამოაგდებს და პირში იჩერებს,
14
და მაინც გადაექცევა საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მის ნაწლავებში.
15
იგი ყლაპავს დოვლათს, მაგრამ ამოარწყევს, ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
16
ასპიტთა შხამსა სწოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას.
17
ვერ იხილავს ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს.
18
დააბრუნებს ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავს. დოვლათის მიხედვით ექნება ნავაჭრი, მაგრამ
19
რადგან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდა და არ აშენებდა.
20
ვინაიდან არ ასვენებდა მუცელი, თავის სასურველს ვერაფერს გადაარჩენს.
21
არაფერი მორჩენია შეუსანსლავი, ამისთვის ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა.
22
თავისი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მას.
23
მუცელს რომ ამოიყორავს, ღმერთი მოუვლენს მას თავისი რისხვის ცეცხლს და საჭმელად აწვიმებს მასზე.
24
გაექცევა რკინის იარაღს, – განგმირავს მას სპილენძის მშვილდი.
25
გამოიძრობს და გამოვა მისი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მისი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მას.
26
მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს.
27
გააცხადებს ზეცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ.
28
და მისი სახლის დოვლათი და წაილეკება მისი რისხვის დღეს.
29
ეს არის ხვედრი ურჯულო კაცისა და ხვედრი, ღვთის მიერ ნაბრძანები.“
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42