bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 37
Job 37
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 38 →
1
„ამის გამოც ძრწის ჩემი გული, და ამოვარდა თავისი ბუდიდან.
2
მოსმენით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი.
3
მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.
4
მის შემდეგ ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა.
5
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიდ საქმეებს,
6
რადგან თოვლს ეუბნება: და წვიმის თქეშს მბრძანებლობს, და ძლიერ თავსხმას.
7
იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი ნამოქმედარი.
8
მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს.
9
სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა.
10
ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება.
11
იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას.
12
ისინი იცვლიან მიმართულებას, რათა აღასრულონ ყოველი, რასაც უბრძანებს მთელს ქვეყნიერებაზე.
13
ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისთვის გამოაჩენს მას.
14
ყურად იღე ეს, იობ, დადექი და დააკვირდი ღვთის სასწაულებს.
15
თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?
16
თუ იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები ცოდნაში სრულისა?
17
რა ათბობს შენს სამოსელს, როცა ქვეყანა მყუდროვდება სამხრეთის ქარში?
18
თუ განართხავ ცას მასთან ერთად, მტკიცეს, ჩამოსხმულს სარკესავით?
19
გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო.
20
თუ მოხსენდა მას, რომ მე ვლაპარაკობ? თუ თქვა ვინმემ, რომ ‘ჩემი ნათქვამი ეუწყება მას?’
21
ახლა ვერავინ ხედავს ნათელს ცათაშინა მოკაშკაშეს, როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ.
22
ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღვთის ირგვლივ საშინელი ბრწყინვალებაა.
23
ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით, თავისი მსჯავრით და დიდი სიმართლით. არავის ჩაგრავს.
24
ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს, არც ერთ გულბრძენს ზედ არ უყურებს“.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42