bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 39
Job 39
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 40 →
1
„თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას?
2
ნუთუ აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა?
3
ისინი ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან;
4
კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ უბრუნდებიან.
5
ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი?
6
რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი?
7
ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები.
8
მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
9
თუ ინებებს მარტორქა შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე?
10
მარტორქას სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ველებს შენს უკან?
11
თუ დაენდობი მას, თუ მიანდობ სამუშაოს?
12
თუ გწამს მისი, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს?
13
სირაქლემას ფრთა მხიარულად ფრიალებს თუ ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული?
14
რადგან თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს,
15
და ავიწყდება, რომ ფეხით ჩაილეწება და ველის მხეცი გათელავს.
16
ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ, თავისი ამაოდ გარჯა არად ენაღვლება.
17
რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება.
18
რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს.
19
შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი?
20
შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია!
21
მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, გადის იარაღის შესაგებებლად.
22
შიშს დასცინის ის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს.
23
მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი ელავს შუბი და ჰოროლი.
24
შმაგად და მძვინვარედ ყლაპავს მიწას და არ სჯერა საყვირის ხმისა.
25
ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს.
26
შენი სიბრძნით არის, რომ ქორი ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს?
27
შენი ბრძანებით აღმა ფრენს არწივი და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს?
28
ის კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე.
29
იქიდან ეძებს თავისთვის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ,
30
მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, ისიც იქ გაჩნდება.“
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42