bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 6
Job 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 7 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„წონით რომ აწონილიყო ჩემი ტანჯვა, და ჩემი უბედურება სასწორზე დადებულიყო,
3
მაშინ იგი ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა, ამიტომაც არის, რომ წინდაუხედავია ჩემი სიტყვები.
4
რადგან ყოვლადძლიერის ისრები მე განმეწონენ და მათ შხამსა სვამს ჩემი სული, ღვთის საშინელებანი ამიმხედრდნენ.
5
ყროყინებს გარეული ვირი, თუ ბალახი აქვს? ბღავის ხარი, თუ ბაგა მაღლა აქვს?
6
თუ იჭმება უგემური რამ მარილის გარეშე? და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7
გული არ მიმდის მათზე, ასეთია ჩემი დღიური ლუკმა.
8
ნეტა ახდებოდეს ჩემი ნატვრა, და იმედს გამიმართლებდეს ღმერთი!
9
ნეტა, ინებებდეს ღმერთი და დამლეწდეს! გამოიწვდიდეს ხელს და გამკვეთდეს!
10
და ეს იქნებოდა კიდევ ჩემი ნუგეში, და ულმობელი სატკივრით გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11
რადგან რაა ჩემი ძალა, რომ დავენდო? რაა ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
12
განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ხორცი ჩემი?
13
განა აღარ არის ჩემი შეწევნა ჩემში? განა განმეშორა დავლათი?
14
გატანჯულს თავისი მოყვასისაგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
15
ჩემი ძმები მაცდურობენ, როგორც ნიაღვარი, როგორც კალაპოტი იმ ნიაღვრებისა, უკვალოდ რომ უჩინარდებიან,
16
ყინულისაგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მასში.
17
როგორც კი მზე დააჭერს, მაშინვე რომ ქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე უჩინარდებიან.
18
ქარავნები გეზს იცვლიან, გადიან უდაბნოში და იკარგებიან.
19
გასცქეროდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20
გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21
და ახლა თქვენ არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22
გითხარით განა: რამე მომიტანეთ-მეთქი? ან თქვენი დოვლათიდან ქრთამი გაეცით-მეთქი ჩემთვის?
23
ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან მტარვალთა ხელიდან გამომისყიდეთ-მეთქი?
24
მასწავლეთ და დავდუმდები, და რა შემეშალა, გამაგებინეთ.
25
რა ძლიერია წრფელი სიტყვა, და რას მსაყვედურობს თქვენი საყვედური?
26
ნუთუ ფიქრობთ, საყვედური გამოთქვათ ჩემს სიტყვებზე? და სასოწარკვეთილი კაცის იმ ნათქვამზე, ქარს რომ ეკუთვნის?
27
ობოლზეც კი წილს იყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს.
28
ახლა ინებეთ და მომხედეთ, და ნახეთ, თუ ვიცრუე თქვენს წინაშე.
29
მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჩემი სიმართლე კვლავაც აქ არის!
30
აბა, თუ არის ჩემს ენაზე უსამართლობა? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა უბედურებას?“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→