bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 9
Job 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 10 →
1
და მიუგო იობმა და თქვა:
2
„ჭეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე?
3
ვინმეს რომ ღმერთთან კამათი მოენდომებინა, ათასში ერთზეც ვერ გასცემდა პასუხს.
4
გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა?
5
მთებს ისე უცვლის ადგილს, რომ მათ არც იციან. იგი ამხობს მათ თავისი რისხვით,
6
ატორტმანებს დედამიწას თავისი ადგილიდან და მისი სვეტები ირყევიან.
7
უბრძანებს მზეს და არ აღმოხდება, და ვარსკვლავებს ასვამს ბეჭედს.
8
მარტო თვითონ ჭიმავს ზეცას და ზღვის ტალღებზე დადის.
9
იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა.
10
იგი ქმნის გამოუკვლეველ დიდებულებას და ურიცხვ საკვირველებას.
11
აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ ვამჩნევ მას.
12
აჰა, იტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებო?
13
ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, რაჰაბის შემწენი მის ქვეშ ემხობიან.
14
როგორ უნდა შევეპასუხო მას, როგორ უნდა შევურჩიო ჩემი სიტყვები?
15
მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები მას, ჩემს მსაჯულს შევევედრები.
16
თუ მას მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ისმინა ჩემი ხმა.
17
გრიგალივით მლეწავს და ტყუილუბრალოდ მიმრავლებს ჭრილობებს.
18
სულს არ მათქმევინებს, არამედ
19
თუ ძალის ამბავია, აჰა, ის ძლიერია, და თუ სამართლის ამბავია, ვინ მოჰკითხავს პასუხს?
20
მართალი რომც ვიყო, ჩემივე პირი მე გამამტყუნებს, უმწიკვლო რომც ვიყო, მაინც ბრალს დამდებს.
21
უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
22
სულერთია, ამიტომ ვამბობ: უმწიკვლოსა და ურჯულოს ერთნაირად კლავს იგი.
23
როცა მისი მათრახი უცაბედად კლავს, იგი დასცინის უბრალოთა განსაცდელს.
24
დედამიწა ურჯულოთა ხელშია ჩავარდნილი, ის უფარავს სახეებს მის მსაჯულებს. თუ ის არ არის, მაშ ვინღაა?
25
და ჩემი დღეები მალემსრბოლის უსწრაფესია, მიექანე, არანაირ სიკეთეს არ ხედავენ.
26
მიჰქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, თავის მსხვერპლს რომ აცხრება.
27
თუ ვიტყვი: დავივიწყებ ჩემს საჩივარს, მოვეშვები პირქუშობას და გავმხნევდები,
28
მაშინებს ყველა ჩემი სატკივარი, ვიცი, რომ არ გამამართლებ.
29
მე გავმტყუნდები! ამაოდ რად უნდა გავისარჯო?
30
თუნდაც თოვლის წყლით განვიბანო თავი, და აბრეშუმზე შევიწმინდო ხელები,
31
მაშინაც წუმპეში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი.
32
რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არ არის, რომ პასუხი გავცე და სამსჯავროში ერთად წავიდეთ.
33
არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
34
განმარიდოს თავისი კვერთხი, და მისი შიში ნუ შემაძრწუნებს!
35
მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა, რადგან მე ასე არა ვარ ჩემს თავთან.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→