bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 22
Job 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 23 →
1
და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2
„რას არგებს ღმერთს კაცი? განა გონიერი თავის თავს არა რგებს?
3
გგონია: ეამება ყოვლადძლიერს შენ რომ მართალი ხარ? და რა გამორჩენა აქვს, თუ წრფელია შენი გზები?
4
გგონია: შენი ღვთისმოშიშების გამო დაგიწყებს ყვედრებას და წამოვა შენთან ერთად სამსჯავროზე?
5
განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
6
რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს.
7
წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი.
8
ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული მკვიდრობს აქ.
9
ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უთეთქვავდი.
10
ამიტომ არის შენს ირგვლივ მახენი და გაკრთობს ანაზდეული შიში.
11
იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა?
12
განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
13
და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? შავი ღრუბლიდან განიკითხავს?
14
ღრუბელნი საფარველად აქვს ცის კაბადონზე დადის.’
15
ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ,
16
რომელნიც უდროოდ წარიტაცნენ, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა?
17
ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’
18
მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან!
19
უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ.
20
ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ცეცხლს შთაუნთქავს.’
21
შეეწყვე მას – და მშვიდობით იყავი; ამით მოვა სიკეთე შენთან.
22
მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიდევი.
23
თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, აშენდები, მოაშორე უსამართლობა შენს კარავს.
24
შენი ოქრო მტვერში ჩააგდე, ოფირის ოქრო – ხევების ლოდებში.
25
და ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის,
26
რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
27
ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შენ შეასრულებ შენს აღთქმებს.
28
და რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს.
29
როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს.
30
ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენი ხელების სიწმიდით“.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→