bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 24
Job 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 25 →
1
„რად არ არის ყოვლადძლიერისათვის დაფარული ვადები, და მისი მცნობელნი რად ვერ ხედავენ მის დღეებს?
2
ურჯულონი სამანებს ანაცვლებენ, იტაცებენ ნახირს და მწყემსავენ მათ.
3
ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
4
გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, ერთად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
5
როგორც უდაბნოში კანჯრები, გადიან თავიანთ საქმეზე ნადავლის საძებრად. ტრამალი პურს აძლევს მათ ბავშვებს.
6
სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ.
7
შიშვლად ათევენ, უწამოსასხამოდ და არა აქვთ წასაფარებელი ყინვაში.
8
მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
9
ძუძუსა სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ.
10
შიშველნი დაწანწალებენ უსამოსლოდ, და დამშეულნი ძნებს დაათრევენ.
11
მათ კედლებში ზეთისხილის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ.
12
ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათს ვედრებას.
13
ისინი ნათლის მეამბოხენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის ბილიკებზე.
14
განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდივით არის.
15
და მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს.
16
ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი,
17
რადგან დილა მათთვის სიკვდილის აჩრდილია, რადგან შეუამხანაგდნენ სიკვდილის აჩრდილის საშინელებებს.
18
მსუბუქია ის წყლის ზედაპირზე, დამცრობილია მისი ხვედრი მიწაზე, არ გაუხვევს ვენახთა გზებისკენ.
19
გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს.
20
დაივიწყებს მას დედის საშო ჭია იტკბარუნებს მას, აღარავის გაახსენდება, ხესავით გადატყდება უკეთურება.
21
ავად ექცევა ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებს.
22
სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, დგება და არ იჯერებს, რომ ცოცხალია.
23
იგი აძლევს მას სიმშვიდეს და ისიც ეყრდნობა, და თვალი მათ გზებზე უჭირავს.
24
მცირე ხანს აღზევდნენ და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავებივით წაიკვეთებიან.
25
ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვას?“
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42