bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 40
Job 40
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 41 →
1
და მიუგო უფალმა იობს და თქვა:
2
„ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? ღვთის მამხილებელმა გასცეს პასუხი!“
3
მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
4
„აჰა, მე არარაობა ვარ, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიდებ.
5
ერთხელ ვთქვი მე და აღარ მივუგებ მეორედაც, და აღარას დავძენ.“
6
და მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
7
„მამაკაცურად შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და გამაგებინე.
8
ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე?
9
და ნუთუ ღვთისდარი მკლავი გაქვს, და მისგვარი ხმით შეგიძლია ჭექა?
10
აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, შარავანდი და ბრწყინვალება შეიმოსე.
11
გადმოაფრქვიე მძვინვარება შენი რისხვისა, და დახედე ქედმაღალს და დაამდაბლე.
12
დახედე ყოველ ქედმაღალს და დაამცირე და მათ ადგილზევე გათელე უკეთურნი.
13
ჩამარხე მტვერში ერთიანად, მათი სახე დაფარულში მობურე.
14
და მაშინ მეც ვაღიარებ, რომ გიხსნის შენი მარჯვენა.
15
აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს.
16
აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში.
17
ნაძვივითა დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს,
18
მისი ძვლები სპილენძის მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა.
19
ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მის გამჩენს ძალუძს მისი მოკვლა.
20
რადგან მთები აძლევენ საზრდოს, და იქ შეიქცევს თავს ველის ყოველი ცხოველი.
21
ლოტოსებქვეშ გაწოლილა, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
22
ლოტოსები ჩრდილს აფენენ მას, გარს ძეწნები ახვევია.
23
აჰა, წყალს სვამს მდინარისას და არ ჩქარობს, არ კრთება, მშვიდადაა, მის პირს იორდანეც რომ მიასკდეს.
24
თვალით ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით?“
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→