bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Job 11
Job 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 12 →
1
და მიუგო ცოფარ ნაყამათელმა:
2
„ნუთუ ბევრი სიტყვა უპასუხოდ დარჩება? და ნუთუ ყბედი გამართლდება?
3
ნუთუ შენი ფუჭსიტყვაობა დაადუმებს კაცებს? და ნუთუ დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?
4
და შენ ამბობდი: ‘ხალასია ჩემი მოძღვრება და სუფთა ვარ
5
და ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ,
6
და გაგიცხადებდეს თავისი სიბრძნის საიდუმლოებებს! რადგან ორმაგია ნამდვილი სიბრძნე და, იცოდე, რომ ღმერთი შენი გულისათვის ივიწყებს ზოგიერთ შენს შეცოდებას.
7
ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? მისწვდები ყოვლადძლიერის სამანს?
8
იგი ზეცაზე მაღალია – რას იზამ? ქვესკნელზე ღრმაა – რას გაიგებ?
9
იგი ზომით დედამიწის უგრძესია და ზღვის უვრცესია.
10
თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, წინ ვინ აღუდგება?
11
რადგან ის სცნობს ცბიერ ადამიანებს, როცა უსამართლობას ხედავს, განა ყურადღებას არ მიაქცევს?
12
ცარიელი თავი განისწავლება? და ველური ვირის ჩოჩორი ადამიანად დაიბადა?
13
თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
14
თუ შენს ხელში უსამართლობაა, განიშორე ის, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ,
15
რადგან მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება,
16
რადგან დაივიწყებ შენს ტანჯვას, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
17
შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი იქნება, და ბნელი დილასავით გახდება.
18
დაიმედებული იქნები, რადგან არის სასო. და მიმოიხედავ და იმედიანად დაწვები.
19
და დაივანებ, და არავინ იქნება შენი შემწუხებელი, და მრავალნი დაგიწყებენ ლიქნას.
20
და ურჯულოთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ მათ თავშესაფარი, და მათი სასო სულის განტევება იქნება.“
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42