bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 1
2 Samuel 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 2 →
1
საულის სიკვდილის შემდეგ, ყამალეკზე გამარჯვებიდან დაბრუნებული დავითი ორ დღეს დარჩა ციკლაგში,
2
აჰა, მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. დავითს რომ მიუახლოვდა, მიწაზე დაეცა და თაყვანი სცა.
3
და უთხრა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ უპასუხა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.“
4
უთხრა დავითმა: „რა მოხდა? მიამბე!“ თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ჩვენიანიც ბევრი დაეცა და დაიხოცა. საულიცა და მისი ძე იონათანიც დაიხოცნენ.“
5
უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?“
6
თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: „გილბოაყის მთაზე მოვხვდი შემთხვევით და ვხედავ, თავის შუბზეა საული დაყრდნობილი. და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას.
7
უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. ვუთხარი: ‘გისმენ, ბატონო!’
8
მითხრა: ‘ვინ ხარ?’ ვუთხარი: ‘ყამალეკელი ვარ.’
9
მითხრა: ‘მოდი დროზე და მომკალი, რადგან სიკვდილის ალმური მტანჯავს და სული კი ჯერ არ ამომხდომია.’
10
და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც აღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.“
11
ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე გააკეთა ყველამ, ვინც მასთან იყო.
12
და მოთქვამდნენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ძის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
13
უთხრა დავითმა ამბის მომტან ყმაწვილკაცს: „სადაური ხარ?“ მიუგო: „ხიზნის შვილი ვარ, ყამალეკელისა.“
14
უთხრა მას დავითმა: „როგორ გაბედე და ხელი აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?“
15
და დაუძახა დავითმა ერთ თავის მოყმეთაგანს და უთხრა: „აქ მოდი და მოკალი ეს კაცი!“ და დაჰკრა, და მოკვდა იგი.
16
და მიაძახა მას დავითმა: „შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.“
17
ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
18
და ბრძანა, რომ ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის საგალობელი მშვილდზე, როგორც სწერია იაშირის წიგნში. მან თქვა:
19
ო, ისრაელო, შენს მაღლობებზე შეიბღალა შენი მშვენება! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
20
ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა; არ იზეიმონ წინადაუცვეთელთა ასულებმა.
21
გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცთა ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო საული ზეთით ცხებული!
22
განგმირულთა უსისხლოდ, ძლიერთა გულ-ღვიძლის გაუგლეჯად არ დაცემულან იონათანის ისრები, არც საულის ხმალი ჩაგებულა ქარქაშში სისხლის დაუთხევლად!
23
საული და იონათანი, საყვარელნი და სანატრელნი, სიცოცხლეში განუშორებელნი, სიკვდილშიც არ განეშორნენ; ორბთა უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი.
24
ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, ვინც ძოწეულითა და ძვირფასეულით გმოსავდათ, თქვენი სამოსლის ოქრომკედით დამამშვენებელი.
25
როგორ დაეცნენ ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
26
ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული.
27
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ გაცვდა საჭურველი!
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
Recommended Reading
Commentary
2 Samuel Commentaries
→
Devotional
2 Samuel Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→