bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 11
2 Samuel 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
1
ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი მისი მსახურებითურთ და მთელი ისრაელი. და გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
2
საღამო ჟამს ადგა დავითი თავისი მოსასვენებლიდან და სამეფო სახლის ერდოზე იწყო სეირნობა. და იქიდან დაინახა ბაღში მობანავე ქალი. ქალი ძალზე მშვენიერი იყო.
3
და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ის არის ბათშებაყი, ელიყამის ასული, ცოლი ურია ხეთელისა.“
4
და გააგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი. და დაწვა დავითი მასთან და როცა განიწმიდა ქალი თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა თავის სახლში.
5
და როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: „ფეხმძიმედა ვარ.“
6
და შეუთვალა დავითმა იოაბს: გამომიგზავნეო ურია ხეთელი. და გამოუგზავნა იოაბმა დავითს ურია ხეთელი.
7
როცა მოვიდა მასთან ურია ხეთელი, გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ბრძოლის მსვლელობის ამბავი.
8
უთხრა დავითმა ურიას: „შინ წადი და ფეხი დაიბანე.“ გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის სუფრიდან საჭმელი გააყოლეს უკან.
9
ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის კარისკაცებთან ერთად, შინ არ წასულა.
10
და როცა შეიტყო დავითმა, რომ ურია შინ არ წასულა, უთხრა მას: „ხომ ნამგზავრი იყავი, რატომ არ წახვედი შინ?“
11
და უთხრა ურიამ დავითს: „როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, შინ როგორ წავიდე? როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენს სიცოცხლეს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!“
12
და უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი აქ და ხვალ გაგაგზავნი.“ და დარჩა ურია იერუსალიმში ის ორი დღე.
13
და მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე, და დაათრო იგი. და საღამოთი გავიდა, რომ თავისი ბატონის მსახურებთან ერთად დაეძინა თავის საგებელზე. შინ არ წასულა.
14
და დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელითვე გაუგზავნა.
15
წერილში ასე ეწერა: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რათა გაიგმიროს და მოკვდეს.“
16
და როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი ხალხი იყო.
17
და გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. და დაეცნენ დავითის მსახურნი და მოკვდა ურია ხეთელიც.
18
და გააგზავნა იოაბმა მოციქული მეფესთან ბრძოლის მთელი მსვლელობის შესატყობინებლად;
19
და უბრძანა: „ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი.
20
და, თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: ‘რატომ მიადექითო ქალაქს ასე ახლოს საომრად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?
21
ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე და მოკვდა იგი თებეცში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს?’ უთხარი: ურია ხეთელიც მოკვდა-თქო, შენი მსახური.“
22
და წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა.
23
და უთხრა მაცნემ დავითს: „როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ.
24
და მშვილდოსნებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მსახურთ და ზოგნი დაიხოცნენ მეფის მსახურთაგან, მოკვდა ურია ხეთელიც, შენი მსახური.“
25
და უთხრა დავითმა მოციქულს: „ასე უთხარი იოაბს: ნუ გაწუხებს ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ფხრეწს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაანგრიე-თქო; ასე გაამხნევე იოაბი.“
26
როცა შეიტყო ურიას ცოლმა, რომ ქმარი მოუკვდა, დაიტირა იგი.
27
და როცა გლოვის დღეები გავიდა, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და ცოლად დაისვა; და უშვა ქალმა ძე. და ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა, არ მოიწონა უფალმა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24