bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 9
2 Samuel 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
1
და ფიქრობდა დავითი: „ნუთუ აღარავინ დარჩა საულის სახლიდან, რომ წყალობა მივაგო იონათანის გამო?“
2
და ჰყავდა საულის სახლს მსახური, სახელად ციბა; და მოიხმეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ და მან თქვა: „გახლავარ, შენი მსახური!“
3
ჰკითხა მეფემ: „აღარავინ დარჩა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა მივაგო?“ და მიუგო ციბამ მეფეს: „კიდევ ჰყავს ერთი კოჭლი ძე იონათანს.“
4
და ჰკითხა მას მეფემ: „სად არის?“ და მიუგო ციბამ: „მაქირის, ყამიელის ძის სახლშია, ლო-დებარში.“
5
და გაგზავნა დავით მეფემ და მოაყვანინა იგი მაქირის, ყამიელის ძის სახლიდან, ლო-დებარიდან.
6
და მოვიდა მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, დავითთან, და პირქვე დაემხო მის წინაშე, და თაყვანი სცა. უთხრა დავითმა: „მეფიბოშეთ!“ მიუგო მან: „გახლავარ, შენი მსახური!“
7
და უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, წყალობას მოგაგებ მამაშენის, იონათანის გამო; დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.“
8
და თაყვანი სცა და უთხრა: „ვინა ვარ მე, შენი მსახური, რომ ყურადღების ღირსი გახადე ერთი ჩემნაირი მკვდარი ძაღლი?“
9
მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს, და უთხრა: „საულისა და მთელი მისი სახლის სარჩო-საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია.
10
მაშ, დაუმუშავეთ მას თავისი მიწები შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა, და მიართვით მისი ნაყოფი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის ძეს თავისი ლუკმა. თუმცაღა, ამისდა მიუხედავად, მეფიბოშეთი, შენი ბატონის ძე, მუდამ ჩემი პურისმტე იქნება ჩემს სუფრაზე.“ 15 ძე და 20 მსახური ჰყავდა ციბას.
11
და უთხრა ციბამ მეფეს: „ყველაფერს, რასაც ჩემი მეფე-ბატონი უბრძანებს თავის მსახურს, შეასრულებს შენი მსახური!“ და ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე, როგორც ერთი უფლისწულთაგანი.
12
პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. ყველა, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდა, მეფიბოშეთს ემსახურებოდა.
13
და ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24