bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 14
2 Samuel 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 15 →
1
და შეიტყო იოაბმა, ცერუიას ძემ, რომ მეფეს გული მოუბრუნდა აბესალომზე.
2
და გაგზავნა იოაბმა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან, და უთხრა: „თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და დიდი ხნის მგლოვიარე ქალივით იყავი;
3
მიდი მეფესთან და უამბე ასე და ასე.“ და დაარიგა იოაბმა ქალს, რაც უნდა ეთქვა.
4
და შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე, მეფეო!“
5
ჰკითხა მეფემ: „რა მოგსვლია?“ ქალმა უთხრა: „ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა;
6
ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მხევალს. მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.
7
და აჰა, აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: ‘მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ ძმის სულის წილ, რომელიც მან მოკლა, და თვით მემკვიდრეც კი მოვუსპოთ.’ ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა, და სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.“
8
და უთხრა მეფემ ქალს: „წადი მშვიდად შინ. ბრძანებას გავცემ შენს შესახებ.“
9
და უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: „ჩემზე, მეფე-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უბრალოა.“
10
და უთხრა მეფემ: „აქ მომიყვანე შენი მოდავე და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.“
11
და უთხრა მან: „ახსენე, მეფეო, უფალი, შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ სისხლისმაძიებელნი და არ დამიღუპონ შვილი.“ მეფემ უთხრა: „უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.“
12
და უთხრა ქალმა: „ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მხევალს.“ და უთხრა: „თქვი.“
13
უთხრა ქალმა: „რატომ ფიქრობ ასე ღვთის ერის წინააღმდეგ? საკუთარ თავს ამტყუნებს ამის მთქმელი მეფე, რადგან თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს.
14
რადგან ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით ვეღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს, და იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.
15
ახლა მოვედი, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფე-ბატონს, რადგან ხალხი მაშინებს. იფიქრა შენმა მხევალმა: ვეტყვი მეფეს, იქნებ აღასრულოს მან თავისი მხევლის სათხოვარი,
16
რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.“
17
და თქვა შენმა მხევალმა: „ნუგეში იქნება ჩემთვის მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.“
18
და მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: „ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ.“ და უთხრა ქალმა: „ბრძანოს მეფე-ბატონმა.“
19
და თქვა მეფემ: „იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში?“ და მიუგო ქალმა და უთხრა: „მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მხევალს ეს სიტყვები.
20
იგავის სახე რომ მიეცა ამ საქმისთვის, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს ხვდება ამ ქვეყანაზე.“
21
და უთხრა მეფემ იოაბს: „რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ყმაწვილი აბესალომი.“
22
და პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანი სცა მეფეს და მადლი მოახსენა. და უთხრა იოაბმა: „ახლა სჯერა შენს მსახურს, რომ მადლი მიპოვია ჩემი მეფე-ბატონის თვალში, რადგან აღასრულა მეფემ თავისი მსახურის სათხოვარი.“
23
და ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში.
24
და თქვა მეფემ: „დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ვერ იხილავს ჩემს სახეს.“ და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში და ვერ იხილა მეფის სახე.
25
და არავინ იყო აბესალომივით ლამაზი და ქებული კაცი მთელს ისრაელში, თავით ფეხთამდე უნაკლო იყო.
26
როცა თავს გაიკრეჭდა, – ის კი ყოველ წელს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა, – მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.
27
და შეეძინა აბესალომს სამი ძე და ერთი ასული – სახელად თამარი. ძალიან ლამაზი შესახედაობის ქალი იყო იგი.
28
ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს.
29
დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან მისაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა.
30
და უთხრა მან თავის მსახურთ: „მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის, ქერი უთესია იქ, მიდით და გადაწვით.“ და გადაბუგეს ის ყანა აბესალომის მსახურებმა.
31
ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: „რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მსახურებმა?“
32
უთხრა აბესალომმა იოაბს: „აჰა, დაგიბარე და შემოგითვალე: მოდი-მეთქი, მინდოდა მეფესთან გამეგზავნე და ეს მეთქმევინებინა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავი. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.“
33
მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. და უხმო მეფემ აბესალომს. ისიც მივიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა და აკოცა მეფემ აბესალომს.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24