bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 22
2 Samuel 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 23 →
1
და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
2
და თქვა: „უფალი კლდე და ციხესიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი!
3
ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენ მოძალადისაგან!
4
უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
5
რადგან მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, დაღუპვის ნიაღვრებმა შემაშინეს.
6
შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
7
ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა მის ტაძარში ჩემი ხმა, და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8
შეიძრა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძვროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი.
9
ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი – მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
10
და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ.
11
და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა.
12
კარვად წყვდიადი, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი მოიბურა.
13
მისი ბრწყინვალებით გიზგიზებდნენ ცეცხლის ნაკვერცხლები.
14
ზეციდან დაიქუხა უფალმა, და უზენაესმა ხმა გამოსცა.
15
ისრები სტყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, დაიგრგვინა და გზა-კვალი აუბნია მათ.
16
გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
17
ხელი გადმოყო ზეგარდმო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
18
მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაგან ძლეული ვიყავ.
19
ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20
ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო.
21
მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლისამებრ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ გადამიხადა.
22
რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისათვის არ შემიცოდავს.
23
რადგან მისი მცნებები წინ მედო, და მისი წესებისთვის არ გადამიხვევია.
24
წრფელი ვიყავ მის მიმართ, და ცოდვას გავურბოდი.
25
და გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ, და სიწმიდისაებრ მის თვალში.
26
მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ,
27
უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ! და უკუღმართთან – მისი ცბიერებისამებრ.
28
დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, და მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
29
უფალო, ლამპარი ხარ ჩემი! უფალი ნათელია ბნელში.
30
რადგან შენთან ერთად ურდოებს შევებმები, ჩემს ღმერთთან ერთად გალავანს გადავევლები.
31
წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი,
32
რადგან არვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა. ვინ არის კლდე, გარდა ჩვენი ღვთისა?
33
ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი და გზის წრფელად წარმმართველი.
34
ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და სიმაღლეებზე მაყენებს მტკიცედ.
35
ბრძოლისთვის გამიწრთვნის ხელებს, და ბრინჯაოს მშვილდს მოჭიმავს ჩემი მკლავი.
36
ხსნის ფარს შენ მაძლევ, და შენი წყალობა განმადიდებს.
37
შენ მიფართოებ ნაბიჯს, და არ მებორძიკება ფეხები.
38
მტერს ვედევნები მოსასპობად, და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
39
ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, და ჩემს ფერხთით ეცემიან.
40
შენ შემომსარტყლავ ძალას საომრად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.
41
მტრის ზურგს მიჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
42
შველას ითხოვენ, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფალს მოუხმობენ, მაგრამ პასუხს არ იძლევა.
43
მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვთელავ და ვჯეგავ.
44
შენ დამიხსენი ჩემს მეამბოხეთაგან, შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45
უცხოთესლნი მეთნევიან, ჩემი ხმის გაგონებაზე მემორჩილებიან.
46
უცხოთესლნი უძლურდებიან, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
47
ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს ჩემი დამცველი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, თავშესაფარი ჩემი ხსნისა,
48
ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი;
49
მტერთაგან ჩემი გამრიდებელი, და ჩემს მოჯანყეებზე ჩემი ამამაღლებელი, მოძალადეთაგან ჩემი მფარველი!
50
ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუგალობ.
51
ხსნის გოდოლია იგი თავისი მეფისთვის, მწყალობელი – თავისი ცხებული დავითისთვის და მისი მოდგმისა უკუნისამდე.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24