bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 5
2 Samuel 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
1
და მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონში და ასე უთხრეს: „აგერ, ძვალი და ხორცი ვართ შენი.
2
გუშინაც და გუშინწინაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, და უფალმა გითხრა: შენ უნდა დამწყსო ჩემი ერი, ისრაელი, და შენ უნდა იყოო ისრაელის წინამძღოლი.“
3
როცა მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს, დადო დავითმა მათთან აღთქმა ხებრონში უფლის წინაშე. და სცხეს დავითს ისრაელის მეფედ.
4
30 წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და 40 წელი იმეფა.
5
ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში კი 33 წელი მეფობდა მთელს ისრაელსა და იუდაზე.
6
და როცა გაილაშქრეს მეფე დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმზე იმ ქვეყნის მკვიდრთა, იებუსელთა წინააღმდეგ, ასე უთხრეს დავითს: „ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლებიც კი გაგაქცევენ უკან,“ – ეს ნიშნავდა: აქ ვერ შემოვაო დავითი.
7
მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხესიმაგრე: ეს არის დავითის ქალაქი.
8
და თქვა იმ დღეს დავითმა: „იებუსელთა ყოველმა მძლეველმა სატევრით მოსრას კოჭლებიც და ბრმებიც – დავითის მოძულენი.“ ამიტომაც ამბობენ: „კოჭლი და ბრმა ვერ შევაო სახლში.“
9
და დადგა დავითი ციხესიმაგრეში, და უწოდა მას დავითის ქალაქი. და ააშენა დავითმა ირგვლივ მილოდან და შიგნით.
10
და წარემართებოდა დავითს და აღემატებოდა, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
11
და გამოუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დესპანი დავითს და კედარის ხე-ტყე, ხუროები, ქვისმთლელები, და აუშენეს მათ სახლი დავითს.
12
და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის – ისრაელის გამო.
13
და კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ. და კიდევ შეეძინა დავითს ძენი და ასულნი.
14
ეს არის მათი სახელები, რომლებიც იერუსალიმში შეეძინა მას: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი,
15
იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
16
ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფელეტი.
17
როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითს, დაიძრნენ მთელი ფილისტიმელნი დავითის საძებნელად. შეიტყო ეს დავითმა და მიუვალ ადგილას ჩავიდა.
18
მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ.
19
და დაეკითხა დავითი უფალს: „გავიდე ფილისტიმელებზე? ხელში ჩამიგდებ მათ?“ უთხრა უფალმა დავითს: „გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“
20
და მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ; და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტერი ჩემგან, როგორც წყალდიდობამ.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
21
და იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები, ხოლო დავითმა და მისმა კაცებმა აიღეს ისინი.
22
და კვლავ მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ.
23
და დაეკითხა დავითი უფალს, და მან უთხრა: „პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან მოუარე და თუთის ჭალის მხრიდან მიადექი.
24
როგორც კი თუთის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ჯარების შესამუსრად.“
25
ისე გააკეთა დავითმა, როგორც უბრძანა უფალმა, და გებაყიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელებს.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24