bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 8
2 Samuel 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ხელიდან ფილისტიმელებს მეთეგ-ამა.
2
და დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და საბლით გაზომა: ორი საბელი დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი – ცოცხლად დასატოვებლად. და გახდნენ მოაბელები დავითის მორჩილნი და ხარკს უხდიდნენ მას.
3
და დაამარცხა დავითმა ცობას მეფე ჰადადყეზერი, რეხობის ძე, როცა ის მდინარე ევფრატზე თავისი ბატონობის აღსადგენად მოდიოდა.
4
და წაართვა მას დავითმა 1700 მხედარი და 20 ათასი ქვეითი. და ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ 100 ეტლისთვის დაიტოვა ისინი.
5
და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად. და მუსრი გაავლო დავითმა არამელთა 22 ათას კაცს.
6
და ჩააყენა დავითმა მეციხოვნენი შუა დამასკოს არამში. და გახდნენ არამელები დავითის მორჩილნი და აძლევდნენ ხარკს. საითაც კი გაიხედავდა დავითი, ყველგან ამარჯვებინებდა მას უფალი.
7
აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადადყეზერის კაცებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში ამოიტანა.
8
დიდძალი ბრინჯაო წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთაიდან – ჰადადყეზერის ქალაქებიდან.
9
როცა შეიტყო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადადყეზერის მთელ ძალებს,
10
გაგზავნა თავისი ძე იორამი დავით მეფესთან მოსაკითხად და მადლობის სათქმელად, რომ შეებრძოლა ჰადადყეზერს და სძლია მას, რადგან ჰადადყეზერს ომი ჰქონდა თოყისთან. იორამს მასთან მიჰქონდა ვერცხლის, ოქროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი,
11
ეს ჭურჭელიც უფალს შესწირა მეფე დავითმა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა:
12
არამელთ, მოაბელთ, ყამონიანებს, ფილისტიმელთ, ყამალეკს, აგრეთვე ცობას მეფე ჰადადყეზერს, რეხობის ძეს.
13
გაითქვა სახელი დავითმა მარილოვან ველზე 18 ათასი ედომელის დამარცხებით.
14
მან მეციხოვნენი ჩააყენა ედომში; მთელს ედომში აყენებდა მეციხოვნეებს, და გახდა მთელი ედომი დავითის მორჩილი. და უფალი ყველგან შეეწეოდა დავითს, საითაც კი წავიდოდა.
15
და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე, და კანონსა და სამართალს აძლევდა მთელ თავის ხალხს.
16
იოაბი, ძე ცერუიასი, ჯარის სარდალი იყო, და იოშაფატი, ძე ახილუდისა – მემატიანე.
17
ცადოკი, ძე ახიტუბისა და ახიმელექი, ძე აბიათარისა, მღვდლები იყვნენ; სერაია – მწიგნობარი;
18
ბენაია, ძე იეჰოიადაყისა, ქერეთელებს და ფელეთელებს განაგებდა; დავითის შვილები კი ეზოსმოძღვრები იყვნენ.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24