bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 16
2 Samuel 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 17 →
1
სმთის თხემს რომ ცოტაზე ჩამოსცდა, დავითს ციბა შემოხვდა, მეფიბოშეთის მსახური, წყვილი სახედრით, რომელთაც ეკიდათ 200 პური, 100 მტევანი ჩამიჩი, 100 გალა ლეღვის ჩირი და ერთი ტიკი ღვინო.
2
და უთხრა მეფემ ციბას: „რად გინდა ესენი?“ და უთხრა ციბამ: „სახედრები – მეფის სახლისთვის საფერხედ, პური და ხილი – მსახურთათვის საჭმელად, ღვინო – უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთა სასმელად.“
3
და უთხრა მეფემ ციბას: „სად არის შენი ბატონის ძე?“ და მიუგო ციბამ: „იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, დღეს მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.“
4
და უთხრა მეფემ ციბას: „შენთვის მომიცია მეფიბოშეთის მთელი სარჩო-საბადებელი.“ და თქვა ციბამ: „თაყვანს გცემ, დაე, მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო!“
5
ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, აჰა, გამოდის იქიდან საულის სახლის ნათესავი კაცი, სახელად შიმეყი, გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
6
ის ქვებს ესროდა დავითს და მის მსახურებს, თუმცა ხალხი მეომრებითურთ მის მარჯვნივ და მის მარცხნივ იყვნენ.
7
ასე სწყევლიდა მას შიმეყი: „განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!
8
შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლადაც გამეფდი, და შენს ძეს – აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!“
9
უთხრა აბიშაიმ, ცერუიას ძემ მეფეს: „რისთვის წყევლის ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!“
10
და უთხრა მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნებ უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის: ასე რატომ აკეთებო?“
11
და უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა მის მსახურს: „როცა ჩემი ძე, ჩემი საზარდულიდან გამოსული, მოსაკლავად მომდევს, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს; ალბათ უფალმა ასე უბრძანა მას.
12
ეგებ მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს.“
13
და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმეყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
14
მეფე და მასთან მყოფი ხალხი გადავიდნენ იორდანეზე დაღლილ-დაქანცულნი და იქ მოითქვეს სული.
15
ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელიანები შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მათთან იყო.
16
და როცა მივიდა ხუშაი არქელი, დავითის მეგობარი აბესალომთან, უთხრა მას: „დღეგრძელობა მეფეს! დღეგრძელობა მეფეს!“
17
და უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?“
18
უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთან ვარ და მასთან დავრჩები.
19
ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები.“
20
და უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე, რა გავაკეთოთ.“
21
და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან და გამხნევდებიან შენი მომხრეები.“
22
და გაშალეს კარავი აბესალომისთვის ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
23
ახითოფელის მიერ გაცემული რჩევები იმხანად ისე ითვლებოდა, როგორც ღმერთისთვის ნაკითხი რამ. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24