bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 21
2 Samuel 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
1
დავითის დღეებში ზედიზედ სამ წელიწადს შიმშილობა იყო ქვეყანაში. და დაეკითხა დავითი უფალს. და უთხრა უფალმა: „საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, გიბეონელნი რომ გაწყვიტაო.“
2
დაიბარა მეფემ გიბეონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არა ისრაელიანები, არამედ დარჩენილ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ შურის გამო.
3
და უთხრა დავითმა გიბეონელებს: „რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა და აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?“
4
და უთხრეს გიბეონელებმა: „არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მისი სახლისგან. არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში.“ და თქვა მეფემ: „რასაც იტყვით, აგისრულდებათ.“
5
და უთხრეს მეფეს: „რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6
უნდა ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის ძეთაგან და ჩვენ ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე საულის გიბყაში, უფლის მთაზე.“ მეფემ თქვა: „ჩაგაბარებთ.“
7
და დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, და უფლის ფიცის გამო, რომელიც დაიდო მათ შორის – დავითსა და იონათან საულის ძეს შორის.
8
და წამოიყვანა მეფემ ორი ძე რიცფასი, აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი; და წამოიყვანა ხუთი ძე მიქალისა, საულის ასულისა, რომლებიც მან უშვა ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს.
9
და ხელთ მისცა გაბაონელებს, რომელთაც ისინი ჩამოჰკიდეს მთაზე უფლის წინაშე. და დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი ქერების მკის პირველ დღეებში.
10
და აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე. და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით ველის ნადირს.
11
და შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, აიას ასულმა, საულის ხარჭამ.
12
და წავიდა დავითი და წამოიღო საულის ძვლები და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთ-შანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოჰკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა საული გილბოაყში.
13
და ამოიტანა იქიდან საულის ძვლები და მისი ძის, იონათანის ძვლები; და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლები.
14
და დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, კიშის, მისი მამის სამარხში. და ყველაფერი შეასრულეს, რაც ბრძანა მეფემ. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება.
15
და კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. და გამოვიდა დავითი თავისი მსახურებითურთ. და შეებრძოლნენ ისინი ფილისტიმელებს. და მოიქანცა დავითი.
16
მაშინ იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც 300 შეკელიანი ბრინჯაოს შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.
17
და მიეშველა მეფეს აბიშაი, ცერუიას ძე, და დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. მაშინ დავითის კაცებმა დააფიცეს ის და უთხრეს: „აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საომრად, რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი.“
18
ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
19
კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან, და ელხანანმა, იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსელე ლილვის სიმსხო იყო.
20
კიდევ მოხდა ბრძოლა გათში, და იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ 24. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
21
და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა, შიმეყას ძემ, დავითის ძმისწულმა.
22
ეს ოთხნი იყვნენ რაფას ნაშიერთაგან გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
Recommended Reading
Commentary
2 Samuel Commentaries
→
Devotional
2 Samuel Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→