bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 13
2 Samuel 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
1
ამის შემდეგ მოხდა ეს: დავითის ძეს, აბესალომს, ლამაზი და ჰყავდა, სახელად თამარი. და შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.
2
ისე გაუჭირდა ამნონს, რომ დასნეულდა თავისი დის – თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და შეუძლებლად მიაჩნდა ამნონს, რომ რაიმეს გაკეთებას მოახერხებდა მასთან.
3
ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმეყას ძე, დავითის ძმისწული. და ძალზე ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4
და უთხრა მას: „რა მოგდის, დღითი დღე რომ ხმები, უფლისწულო, არ მეტყვი?“ და უთხრა ამნონმა: „თამარი მიყვარს, აბესალომის, ჩემი ძმის და.“
5
და უთხრა მას იონადაბმა: „ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე; როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელით ვჭამო-თქო.“
6
და ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მოვიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: „მოვიდეს ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე კვერი, რომ მისი ხელით ვჭამო.“
7
და გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: „მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.“
8
წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. და იწვა ამნონი, როცა აიღო ქალმა ფქვილი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო კვერები.
9
და აიღო ტაფა და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. და თქვა ამნონმა: „გაიყვანეთ ყველანი!“ და გავიდა ყველა.
10
მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: „უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელით.“ და აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი კვერები და უკანა ოთახში გაუტანა თავის ძმას, ამნონს.
11
და როცა მიაწოდა, რომ ეჭამა, ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო!“
12
და უთხრა ქალმა: „ნუ, ჩემო ძმაო! ნუ შეურაცხმყოფ! ასე არ იქცევიან ისრაელში! ნუ იზამ ამ სისაძაგლეს!
13
სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.“
14
არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს. და დაიმორჩილა იგი და პატივი აჰხადა მას.
15
ძლიერ შესძულდა იგი ამნონს, იმ სიყვარულზე ძლიერი იყო ეს სიძულვილი. და უთხრა ამნონმა: „ადექი, წადი აქედან.“
16
მან კი უთხრა: „რასაც შენ ახლა მიკეთებ, უფრო დიდი უსამართლობაა, ვიდრე ის, რაც ადრე მიყავ.“ მაგრამ არ უნდოდა მას მისი მოსმენა.
17
დაუძახა ჭაბუკს, რომელიც მისი მსახური იყო და უთხრა: „გაიყვანე ეს დიაცი აქედან და მიუხურე კარი.“
18
(ჭრელი სამოსელი ეცვა მას, რადგან ასეთი მოსასხამით იმოსებოდნენ მეფის გაუთხოვარი ასულები.) და გაიყვანა იგი მსახურმა და მიუხურა კარი.
19
და დაიყარა თამარმა ნაცარი თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი სამოსელი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-გოდებით წავიდა.
20
და უთხრა მისმა ძმამ – აბესალომმა: „შენი ძმა ამნონი ხომ არ იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის, გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს.“ და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში მიტოვებული.
21
როდესაც გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი, ძლიერ განრისხდა.
22
ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, დის, თამარის შეურაცხყოფისათვის.
23
გავიდა ორი წელი და ცხვრის პარსვა ჰქონდა აბესალომს ბაყალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად რომ არის, და ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
24
და მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. თუ მეფეს სურს, მსახურებთან ერთად ეწვიოს მას.“
25
მაგრამ მეფემ უთხრა აბესალომს: „არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ.“ ჩააცივდა, მაგრამ არ ინება მან წასვლა, კურთხევით კი აკურთხა.
26
და თქვა აბესალომმა: „თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ამნონი წამოვიდეს.“ და უთხრა მეფემ: „რისთვის წამოვიდეს?“
27
და ჩააცივდა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები.
28
და უბრძანა აბესალომმა თავის მსახურთ: „ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით: დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი. ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.“
29
და აბესალომის ბრძანებისამებრ მოექცნენ მისი მსახურნი ამნონს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავიანთ ჯორებზე და გაქუსლეს.
30
ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, როცა ამბავი მიუვიდა დავითს, რომ დახოცაო აბესალომმა უფლისწულები და ერთიც არ გადარჩენილაო.
31
და ადგა მეფე, ტანზე დაიპო სამოსელი და დაჯდა მიწაზე. მისი მსახურნიც სამოსელშემოგლეჯილნი დადგნენ მის ირგვლივ.
32
და თქვა იონადაბ შიმეყას ძემ, დავითის ძმისწულმა: „ნუ ფიქრობს ჩემი ბატონი, რომ ყველა ჭაბუკი, მეფის ძე მოკლეს, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. აბესალომის პირით გადაწყდა ეს იმ დღიდან, როცა შეურაცხჰყო ამნონმა მისი და – თამარი.
33
ნუ მიაქვს გულთან ჩემს მეფე-ბატონს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწულია მკვდარი, რადგან მხოლოდ ამნონია მოკლული.“
34
და გაიქცა აბესალომი. და გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
35
და უთხრა იონადაბმა მეფეს: „აჰა, მოდიან უფლისწულები. როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა.“
36
და როცა დაასრულა სათქმელი, აჰა, უფლისწულებიც მოვიდნენ; ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. და დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეცა და მისი მსახურებიც.
37
და გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაისთან, ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. დღენიადაგ იგლოვდა დავითი თავის შვილს.
38
აბესალომი გაიქცა გეშურს და დაჰყო იქ სამი წელი.
39
და შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარდა მწუხარება ამნონის სიკვდილის გამო.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
Recommended Reading
Commentary
2 Samuel Commentaries
→
Devotional
2 Samuel Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→