bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 4
2 Samuel 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
1
და როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წარეკვეთა, და მთელი ისრაელიც შეშფოთდა.
2
ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს რაზმის მეთაურებად: ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს – რექაბი, რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინს ეთვლებოდა.
3
თავად ბეეროთელნი გითაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ ხიზნობენ.
4
და იონათანს, საულის ძეს, ერთი კოჭლი ძე ჰყავდა. ხუთი წლის იყო იგი, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან, და ხელში აიტაცა იგი ძიძამ და გაიქცა. როცა გარბოდა, ხელიდან გაუვარდა ბიჭი და დაკოჭლდა. სახელად მას მეფიბოშეთი ერქვა.
5
და წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ძენი: რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშ-ბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღისით.
6
და აჰა, რექაბი და მისი ძმა ბაყანა შევიდნენ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი და მიიმალნენ.
7
როცა ისინი სახლში შევიდნენ, იშ-ბოშეთს თავის საწოლ ოთახში ეძინა ლოგინზე; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. და წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს ყარაბას გზაზე.
8
და მიუტანეს იშ-ბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აჰა, იშ-ბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა, შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულზე და მის ნაშიერებზე.“
9
და მიუგო დავითმა რექაბს და ბაყანას, მის ძმას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: „უფალს ვფიცავ, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!
10
თუკი მაცნე, რომელმაც მაუწყა და მითხრა: ‘აჰა, მოკვდა საული!’ და კეთილის მაცნე ეგონა თავი, შევიპყარ და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად, რომ სამახარობლო მიმეცა,
11
რას იმსახურებენ ის ბოროტი კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლზე, მოკლეს? ახლა განა თქვენს ხელს არ უნდა მოვკითხო მისი სისხლი, და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?“
12
და უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი; ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოჰკიდეს ხებრონში. ხოლო იშ-ბოშეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24