bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 19
2 Samuel 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
1
და მოახსენეს იოაბს, მეფე ტირის, აბესალომს იგლოვსო.
2
გლოვად გადაექცა იმ დღეს გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან შეიტყვეს, რომ მეფე შვილს გლოვობდა.
3
ხალხი იმ დღეს ფარულად მოიპარებოდა ქალაქში, როგორც მოიპარებიან ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი მებრძოლები.
4
სახე დაეფარა მეფეს და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“
5
და მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: „სირცხვილში ჩაყარე დღეს შენი მსახურნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ძენი, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები.
6
შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია, რადგან დღეს გვაჩვენე, რომ არაფრად აგდებ სარდლებსა და მსახურთ. დღეს გავიგე, რომ გერჩივნა აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
7
ახლა ადექი და გადი, გაამხნევე შენი მსახურნი, რადგან, თუ არ გახვედი, უფალს ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს, და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.“
8
და ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. და აუწყეს მთელს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელიანები თავ-თავის კარვებში გაიქცნენ.
9
ასე განსჯიდა მთელი ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან, ახლა კი თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს.
10
ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ, ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?“
11
დავით მეფემ შეუთვალა ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს: „ასე უთხარით იუდას უხუცესებს: ‘რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, რადგან მთელი ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდაო მეფეს შინ?
12
ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი სისხლი და ხორცი, და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?’
13
ყამასას უთხარით: ‘განა ჩემი სისხლი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა, და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი სამუდამოდ.’“
14
ერთი კაცივით გადაიბირა მან მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: „დაბრუნდი მთელი შენი მსახურებიანად.“
15
და დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, რომ მიგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ იგი.
16
შიმეყი, გერას ძე, ბენიამინელი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად;
17
მას თან ახლდა ათასი ბენიამინიელი კაცი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური, თავის 15 შვილითა და 20 მსახურითურთ, და გადმოლახეს იორდანე მეფის თვალწინ.
18
და გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლეული და კეთილი სამსახური გაეწიათ მეფისთვის. და როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმეყი, გერას ძე განერთხა მის წინაშე.
19
და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმს ტოვებდა მეფე-ბატონი, და გულში ნუ ჩაიდებ ამას, მეფევ,
20
რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შესცოდა. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რათა მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.“
21
და მიუგო აბიშაიმ, ცერუიას ძემ, და თქვა: „ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმეყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?“
22
და თქვა დავითმა: „რა გვაქვს ჩვენ საერთო, ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგახართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოიკლას დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?“
23
და უთხრა მეფემ შიმეყის: „არ მოკვდები.“ და შეჰფიცა მას მეფემ.
24
და ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაშზე უზრუნავს და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
25
და როცა გავიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: „რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?“
26
და თქვა: „მეფე-ბატონო, ჩემმა მსახურმა მომატყუა. ეუბნებოდა მას შენი მსახური: ‘სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური.’
27
და ცილი დასწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან. მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
28
განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მსახური. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?“
29
და უთხრა მეფემ: რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები.
30
და უთხრა მეფეს მეფიბოშეთმა: „ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.“
31
ბარზილაი გალაადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
32
ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, 80 წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.
33
და უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.“
34
და უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „კიდევ რამდენია ჩემი სიცოცხლის დღენი, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
35
80 წლისა ვარ ახლა; განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დააწვეს შენი მსახური ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?
36
კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მსახური იორდანეს გაღმა. ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?
37
ნება დართე შენს მსახურს, უკან დაბრუნდეს, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მსახური ქიმჰამი წამოჰყვება ჩემს მეფე-ბატონს და მოექეცი, როგორც გენებოს.“
38
უთხრა მეფემ: „წამომყვეს ქიმჰამი, და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება, და რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.“
39
და გავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, და გადავიდა მეფეც. და გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დალოცა და ისიც დაბრუნდა თავის მხარეში.
40
და გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარი აცილებდა მეფეს.
41
და აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: „რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?“
42
მიუგო მთელმა იუდამ ისრაელიანთ: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?“
43
და მიუგეს ისრაელიანებმა იუდას კაცებს და უთხრეს: „ჩვენა ვართ მეფის ათი წილი, დავითიც უფრო მეტად ჩვენ გვეკუთვნის, ვიდრე თქვენ. რატომ დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?“ მაგრამ ისრაელიანებზე უფრო მტკიცედ ლაპარაკობდნენ იუდას კაცები.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24