bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 17
2 Samuel 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
1
და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შემარჩევინე 12 ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
2
თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია. შიშის ზარს დავცემ და გაეფანტება მთელი ხალხი, ვინც მასთან არის, და მოვკლავ მარტოდ დარჩენილ მეფეს.
3
და შენსკენ მოვაქცევ მთელ ხალხს, და როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.“
4
და მოეწონათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5
და თქვა აბესალომმა: „ხუშაი არქელსაც მოუხმეთ, მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.“
6
როცა ხუშაი მივიდა აბესალომთან, უთხრა აბესალომმა: „ასე და ასე ლაპარაკობს ახითოფელი; მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი რამე.“
7
მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არ ივარგებს ამჯერად ახითოფელის თათბირი.“
8
და თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან და გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი ველზე. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად არ დარჩებოდა ღამით.
9
აჰა, ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა: დამარცხდაო აბესალომის ხალხი,
10
მაშინ უმამაცესნიც კი, რომელნიც ლომგულები არიან, შედრკებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები;
11
ამიტომ გირჩევ, შემოიკრიბო მთელი ისრაელი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საომრად.
12
მივადგეთ მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცეთ, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13
თუ რომელიმე ქალაქში ჩაიკეტება, მთელი ისრაელი თოკებს შემოარტყამს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ, ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.“
14
და თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელის ძემ: „ხუშაი არქელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს.“ უფალმა გადაწყვიტა, ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის.
15
და უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: „ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიე.
16
ახლა საჩქაროდ გაუგზავნეთ და შეუთვალეთ დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ ღამეს, გაღმა გადი-თქო, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხიც.“
17
როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მხევალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ დავით მეფისთვის, რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.
18
მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს, მაგრამ საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში, რომელსაც ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
19
და ადგა იმ კაცის ცოლი და ქვეშსაფენი გადააფარა ჭას და ზედ ბურღული დააყარა. და დაიფარა კვალი.
20
როცა აბესალომის მსახურნი მივიდნენ ამ ქალთან სახლში და იკითხეს: „სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?“ ქალმა უთხრა: „წყალს გაღმა გავიდნენ.“ და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21
მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს დავით მეფეს. უთხრეს: „ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა.“
22
და ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და გადავიდნენ იორდანეზე. განთიადამდე არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23
და როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი, გაემზადა და შინ წავიდა, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა თავის სახლს და თავი ჩამოიხრჩო. და მოკვდა და თავისი მამის საძვალეში დამარხეს.
24
ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მას მთელი ისრაელი.
25
იოაბის ნაცვლად ყამასა დააყენა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იშმაყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
26
და დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა გალაადის მიწაზე.
27
როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ რაბადან, ყამონიანთაგანმა და მაქირ ყამიელის ძემ ლო-დებარიდან და ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან
28
ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი,
29
თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალნი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24