bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 15
2 Samuel 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 16 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლები და ცხენები და 50 მალემსრბოლი.
2
და ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის გზასთან და ყველას, ვისაც კი საჩივარი ჰქონდა და მეფესთან მოდიოდა სამართლის საძებრად, თავისთან იხმობდა და ეუბნებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?“ და როცა ეტყოდნენ: ისრაელის ამა და ამ ტომიდან არისო შენი მსახური,
3
ეტყოდა აბესალომი: „სასიკეთო და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე!“
4
და დასძენდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.“
5
თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6
ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელის ძეს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. და ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.
7
და ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც დადებული მაქვს,
8
რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავო უფალს.“
9
და უთხრა მეფემ: „მშვიდობით გევლოს!“ და ადგა და წავიდა ხებრონს.
10
მაცნეები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმის გაგონებისთანავე გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდაო ხებრონში!“
11
ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან, და ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ რა ხდებოდა.
12
და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან – გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.
13
მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: „აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.“
14
და უთხრა დავითმა თავის მსახურთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: „ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და არ შეგვიპყროს, და უბედურება არ დაგვათიოს თავს, მახვილს არ მისცეს ქალაქი.“
15
და უთხრეს მეფის მსახურებმა მეფეს: „გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და აჰა, ჩვენც აქა ვართ, შენი მსახურნი.“
16
და გავიდა მეფე და ფეხით მიჰყვა მას მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სახლის საპატრონოდ.
17
და როცა გავიდა მეფე, ფეხდაფეხ მიჰყვა მას მთელი ხალხი, და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18
მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მსახურნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გათელები – 600 კაცი, გათიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19
და უთხრა მეფემ ითაი გათელს: „შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი.
20
გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა? მე წავალ, სადაც იქნება; შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენი ძმები. წყალობა და ჭეშმარიტება იყოს შენთან!“
21
მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: „უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ: სადაც არ უნდა იყოს ჩემი მეფე-ბატონი, სიკვდილსაცა და სიცოცხლეშიც, შენს გვერდით იქნება შენი მსახური.“
22
და უთხრა დავითმა ითაის: „წამოდი და იარე.“ და წაჰყვა ითაი გათელი და მთელი მისი ხალხი და მთელი მისი წვრილფეხობა, ვინც კი მასთან იყო.
23
და ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა, ვიდრე ეს ხალხი ჩაივლიდა. და გადალახა მეფემაც კიდრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.
24
და აჰა, ცადოკს და მასთან ერთად ყველა ლევიანს მოჰქონდათ ღვთის აღთქმის კიდობანი. და დაასვენეს ღვთის კიდობანი. და მაღლობზე იდგა აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25
და უთხრა მეფემ ცადოკს: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის ადგილსამყოფელს.
26
და თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ? მიყოს, რასაც ინებებს.“
27
და უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: „აბა, მშვიდობით დაბრუნდი ქალაქში, ახიმაყაცი, შენი ძე, და იონათანი, აბიათარის ძე, თქვენი ორივე შვილი თქვენთან ერთად;
28
იცოდეთ, უდაბნოს ვაკობზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან.“
29
და გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30
ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას ფეხშიშველი და თავდაბურული; ადიოდა და ტიროდა; და ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი თავდაბურული მოთქმა-გოდებით ადიოდა.
31
და როცა შეატყობინეს დავითს: ახითოფელიც შეთქმულებაში არისო აბესალომთან, დავითმა თქვა: „უფალო, სიგიჟედ აქციე ახითოფელის თათბირი.“
32
და მიაღწია დავითმა მთის თხემამდე, სადაც თაყვანი სცა ღმერთს, და აჰა, მოდის ხუშაი არქელი, ღვთის ერთგული, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი.
33
და უთხრა დავითმა: „თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები,
34
ხოლო თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფევ; როგორც აქამდე მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვარ-თქო, ამით გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს.
35
განა შენთან არ იქნებიან იქ მღვდლები: ცადოკი და აბიათარი? და ყველაფერს, რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკსა და აბიათარს – მღვდლებს – შეატყობინებ.
36
იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი: ცადოკს – ახიმაყაცი და აბიათარს – იონათანი. მათ მიერ მომაწვდენთ ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.“
37
და მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24