bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 12
2 Samuel 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 13 →
1
და მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და როცა მივიდა ის მასთან, უთხრა: „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, ერთი – მდიდარი და მეორე – ღარიბი.
2
მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა;
3
ღარიბს ერთი ბატკნის მეტი არაფერი გააჩნდა, რომელიც პატარა იყიდა და გამოკვება. და გაიზარდა ის მასთან და მის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასით სვამდა, მის უბეში ეძინა, და მასაც თავისი ასულივით ჰყავდა.
4
მაგრამ როცა ერთხელ მდიდარ კაცს ერთი ვინმე მგზავრი ეწვია, ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად და მის გასამასპინძლებლად, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და მოუმზადა სტუმარს.“
5
დიდად განრისხდა დავითი იმ კაცზე და უთხრა ნათანს: „უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი კაცი!
6
ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და ასე შეუბრალებლად მოიქცა.“
7
და უთხრა ნათანმა დავითს: „შენა ხარ ის კაცი. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხე მეფედ ისრაელზე, მე დაგიხსენი საულის ხელიდან,
8
მე მოგეცი შენი ბატონის სახლი და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენს წიაღში, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და, თუ ეს არ კმაროდა, კიდევ მეტს დაგიმატებდი.
9
რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და გააკეთე ის, რაც ბოროტებაა მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ქვრივი; ის კი ყამონიანთა მახვილით მოჰკალი.
10
ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელმყავ და ურია ხეთელის ქვრივი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.’
11
ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან;
12
თუმცა შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზისით გავაკეთებ ამას.’“
13
და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფლის წინაშე.“ და უთხრა ნათანმა დავითს: „უფალმა მოგიტევა შენი ცოდვა: შენ არ მოკვდები.
14
ოღონდ, რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.“
15
და წავიდა ნათანი თავის სახლში. და შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.
16
ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, და მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს განმარტოებული.
17
და დაადგნენ თავზე მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ შეწყვიტა მარხვა და არ ჭამა პური.
18
მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ვერ გაბედეს დავითის მსახურებმა მოეხსენებინათ ბავშვის სიკვდილის ამბავი, რადგან ასე ფიქრობდნენ: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით, და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას აუტეხს თავს.“
19
და დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მსახურნი. მიხვდა დავითი, რომ ბავშვი მომკვდარიყო, და უთხრა თავის მსახურთ: „მოკვდა ბავშვი?“ უთხრეს: „მოკვდა.“
20
და ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა და ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა და წავიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და ჭამა.
21
უთხრეს მისმა მსახურებმა: „რას ნიშნავს ეს შენი საქციელი? სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა, წამოდექი და პური ჭამე?“
22
მან თქვა: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის? იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადამირჩეს-მეთქი ბავშვი.
23
ახლა, როცა ის მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? შევძლებ მის უკან დაბრუნებას? მე ადვილად წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.“
24
და როცა ანუგეშა დავითმა ბათშებაყი, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. და შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა დავითმა სახელად სოლომონი. უფალმა შეიყვარა იგი
25
და გააგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და მან უფლის სიტყვისამებრ სახელად უწოდა იედიდია.
26
ებრძოდა იოაბი ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
27
და გამოუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შემოუთვალა: „ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევი.
28
ახლა შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ, თუ მე ავიღებ ქალაქს, ჩემი სახელი დაერქმევა.“
29
და შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი და წავიდა რაბასკენ, თავს დაესხა და დაიპყრო.
30
და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი ქვებით მოჭედილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
31
და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და აგურის კეთება დააკისრა. ქალაქი კი მიწასთან გაასწორა ხერხებით, რკინის ქანჩებითა და ცულებით. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და კვლავ დაბრუნდნენ დავითი და მთელი ხალხი იერუსალიმში.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24