bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 6
2 Samuel 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 7 →
1
და კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ვაჟკაცი ისრაელში, 30 ათასი.
2
და მთელი თავისი ხალხითურთ ადგა დავითი და წავიდა იუდას ბაყალედან, რათა იქიდან ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდება ცაბაოთ უფლის სახელით, რომელიც ქერუბიმებზე ზის.
3
და დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და გამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ დგას. აბინადაბის ვაჟებს: ყუზას და ახიოს მოჰყავდათ ახალი ურემი.
4
და როცა მოჰყავდათ ღვთის კიდობნით დატვირთული აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის, ახიო წინ მოუძღვოდა კიდობანს.
5
ხოლო დავითი და მთელი ისრაელიანები უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, სანგებსა და წინწილებს.
6
და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან ურემი გადახარეს ხარებმა.
7
და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
8
და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება იმ ადგილს ფერეც-ყუზა.
9
და შეეშინდა დავითს იმ დღეს უფლისა და თქვა: „როგორ შემოვა ჩემთან უფლის კიდობანი?“
10
და აღარ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის წაღება თავისთან, დავითის ქალაქში, და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა.
11
და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გათელი ყობედ-ედომის სახლში. და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი.
12
როცა შეატყობინეს დავით მეფეს, რომ აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი, წავიდა დავითი და სიხარულით წამოასვენა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში.
13
და როცა უფლის კიდობნის მტვირთავნი ექვს ნაბიჯს გადადგამდნენ, იგი მსხვერპლად სწირავდა თითო ხარსა და ცხვარს.
14
და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს.
15
ყიჟინითა და ბუკის ბერვით მიასვენებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი.
16
და როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა მიქალმა, საულის ასულმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და გულში დასცინა მას.
17
და მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც მისთვის მოაწყო დავითმა. და შესწირა დავითმა უფალს სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი.
18
როცა მორჩა დავითი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.
19
და ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო კვერი ჩამიჩისა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა მთელი ხალხი.
20
როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მიქალი, საულის ასული, და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა თავის მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.“
21
და უთხრა დავითმა მიქალს: „უფლის წინაშე, რომელმაც მე მამჯობინა მამაშენსა და მთელ მის სახლს, როცა ამომირჩია უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, იმ უფლის წინაშე სიხარულით ვიხტუნებ და ვიროკებ,
22
და მე მსურს უფრო დავმცირდე, ვიდრე ახლა ვარ და დავმდაბლდე ჩემს თვალში; და უფრო დიდებული გამოვჩნდე იმ მხევალთა წინაშე, შენ რომ ახლა ახსენე.“
23
ხოლო მიქალი, საულის ასული, ისე მოკვდა, რომ შვილი არ შესძენია.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24