bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 18
2 Samuel 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
1
აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი, და დაუყენა მათ ათასისთავები და ასისთავები.
2
და სამ ჯგუფად დაყოფილი ჯარი ასე გაანაწილა: ერთი მესამედი იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი – აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი – ითაი გათელს. და უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან გამოვალ.“
3
ხოლო ხალხმა მიუგო: „არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ; ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ ჩაგვაგდებენ რამედ. შენ კი 10 ათასს ჩვენისთანას უდრი, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან მოგვეშველები.“
4
და უთხრა მათ მეფემ: „როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი.“ და დარჩა კარიბჭესთან მეფე, ვიდრე ხალხი ასეულებად და ათასეულებად გადიოდა.
5
და უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის, და უთხრა: „დამიზოგეთ ყმაწვილი აბესალომი.“ და მთელმა ხალხმა მოისმინა მეფის ეს ნათქვამი, რაც აბესალომზე უბრძანა მეფემ ყველა სარდალს.
6
გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7
და იძლია ისრაელის ხალხი დავითის მსახურთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს და გაწყდა 20 ათასი კაცი.
8
და მოედო ბრძოლა მთელს იმ მხარეს, და ტყემ იმ დღეს უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილის პირმა.
9
და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. აბესალომი ჯორზე ამხედრებული გარბოდა. როცა ჯორმა ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გაირბინა, აბესალომი თმებით წამოედო მუხის ტოტებს და ჰაერში დარჩა ტოტებზე ჩამოკიდებული, ჯორი კი გაიქცა.
10
ეს დაინახა ერთმა კაცმა და იოაბს შეატყობინა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებულიო.
11
და უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „თუ დაინახე, რატომ ადგილზევე არ დააკალ მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი შეკელი ვერცხლი და ერთი სარტყელი.“
12
და უთხრა იმ კაცმა იოაბს: „ათასი შეკელი ვერცხლიც რომ მომცენ, ხელს მაინც არ აღვმართავ უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13
კიდეც რომ რაიმე მექნა მისი სიცოცხლის საზიანოდ, სიცრუე არ დაიფარებოდა და მეფესაც არაფერი გამოეპარებოდა, შენ კი განზე განმიდგებოდი.“
14
და უთხრა იოაბმა: „ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!“ სამი ისარი აიღო და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15
მერე გარს შემოადგა აბესალომს ათი ჭაბუკი – იოაბის საჭურველთმტვირთველნი – და ბოლომდე მოაკვდინეს იგი.
16
და დასცა იოაბმა ბუკი და უკან მობრუნდა ისრაელიანთა მადევარი ხალხი, რაკი იოაბმა შეაკავა ისინი.
17
და აიღეს აბესალომი, ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვა-ღორღი დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები.
18
აბესალომს თავის სიცოცხლეშივე ჰქონდა აღმართული ძეგლი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო, და თავისი სახელი უწოდა ძეგლს, და დღემდე ეწოდება მას აბესალომის ძეგლი.
19
და უთხრა იოაბს ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ: „გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ უფალმა თავისი სამართლით დაიხსნა მისი მტრების ხელიდან.“
20
და უთხრა იოაბმა: „ვერ იქნები დღეს კარგი მახარობელი. სხვა დღეს შეგიძლია მიუტანო კარგი ცნობა. დღეს ვერ მიუტან კარგ ამბავს, რადგან უფლისწული მოკვდა.“
21
და უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: „წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე.“ თაყვანი სცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22
და კვლავ უთხრა ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ, იოაბს: „რა იქნება, რომ ქუშელს გავეკიდო უკან?“ და უთხრა იოაბმა: „რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? კარგი სამახარობლო არ გერგება.“
23
„რაც უნდა მოხდეს,“ – თქვა მან, – „მაინც გავიქცევი.“ და უთხრა: „გაიქეცი.“ და გაიქცა ახიმაყაცი ხეობის გზით და დაასწრო ქუშელს.
24
დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა, ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; გაიხედა და თვალი მოავლო ირგვლივ. აჰა, ვიღაც კაცი მარტო მორბის.
25
შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. და თქვა მეფემ: „თუ მარტოა, კარგი მახარობელი იქნება.“ ის თანდათან ახლოვდებოდა.
26
და დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: „აჰა, კაცი მორბის მარტო.“ და თქვა მეფემ: „ესეც კარგი მახარობელია.“
27
და თქვა გუშაგმა: „მე ვატყობ, რომ პირველი კაცი ცადოკის ძე, ახიმაყაცი უნდა იყოს.“ მეფემ თქვა: „კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.“
28
შესძახა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: „მშვიდობა!“ და მდაბლად თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.“
29
და ჰკითხა მეფემ: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ახიმაყაცმა: „დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი მეფის მსახურს და შენს მსახურს აგზავნიდა, და ვერ მივხვდი, რა იყო.“
30
და თქვა მეფემ: „განზე გადი და იქ დადექი.“ განზე გავიდა ისიც და დადგა.
31
ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: „სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი მოწინააღმდეგენი.“
32
და უთხრა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ქუშელმა: „ისე მეფე-ბატონის მტრები იყვნენ და შენს საბოროტოდ აღმდგარნი, როგორც ის ყმაწვილია!“
33
და შეშფოთდა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24