bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 20
2 Samuel 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
1
და მოხვდა იქ ერთი უგვანი კაცი, სახელად შებაყი, ბიქრის ძე, ბენიამინელი; ბუკი დაჰბერა მან და გამოაცხადა: „არა გვაქვს წილი დავითთან, არა გვაქვს წილი იესეს ძესთან! ყველა თავის კარვებისაკენ, ისრაელიანებო!“
2
და ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყს, ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე.
3
და დაბრუნდა მეფე იერუსალიმში თავის სახლში. და გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, სახლის საპატრონოდ რომ ჰყავდა დატოვებული და მოათავსა განსაკუთრებულ სახლში დაცვის მიჩენით, და არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. და გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე, და ქვრივებივით ცხოვრობდნენ.
4
და უთხრა მეფემ ყამასას: „სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.“
5
და წავიდა ყამასა იუდას მოსახმობად, მაგრამ გადააცილა მისთვის დაწესებულ ვადას.
6
მაშინ უთხრა დავითმა აბიშაის: „აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყი, ბიქრის ძე. წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და დაედევნე, რათა გამაგრებული ქალაქები არ იპოვოს და არ მიეფაროს ჩვენს თვალთაგან.“
7
და გაჰყვა მას იოაბის ხალხი, და ქერეთელნი და ფელეთელნი, და გავიდა ყველა მამაცი იერუსალიმიდან შებაყის, ბიქრის ძის მდევრად.
8
გიბეონში დიდ ლოდთან რომ მივიდნენ, ყამასა წარუდგა მათ. იოაბი აბჯარში იჯდა და ხმალი ერტყა, რომელიც თეძოზე დასთრევდა ქარქაშით, რომლიდანაც იოლი ამოსაძრობი იყო.
9
და უთხრა იოაბმა ყამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“ და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
10
და ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისაგან, იოაბს რომ ეჭირა ხელში, და ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია, მკვდარი იყო. და დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.
11
თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, იოაბს გაჰყვესო!
12
სისხლში მოსვრილი ეგდო ყამასა შუა გზაზე. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გზიდან გადაათრია ყამასა მინდორში, და მოსასხამი წააფარა, რადგან ხედავდა, რომ ყველა ჩერდებოდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს.
13
და როცა გზიდან გადაათრიეს ის, ყველანი იოაბს გაჰყვნენ, რათა შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ.
14
მან კი ისრაელის ყველა ტომი გაიარა აბელ-ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბა ყველა ბერიელი და გაჰყვა მას.
15
როცა მოვიდა იოაბის ხალხი, მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთ-მაყაქაში. და აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, ცდილობდა კედლის განგრევას.
16
და დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქის კედლიდან: „მომისმინეთ! მომისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი!“
17
და მიუახლოვდა მას იოაბი და თქვა დედაკაცმა: „შენა ხარ იოაბი?“ მიუგო: „მე ვარ.“ უთხრა: „ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას.“ და თქვა: „გისმენ.“
18
უთხრა დედაკაცმა: „ასე იტყოდნენ ძველად: ვისაც კითხვა სურს, აბელში იკითხოსო. – და ისე წყვეტდენ საქმეს.
19
მე ისრაელის ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქთაგანი ვარ. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელისა? რატომ სპობ უფლის სამკვიდროს?“
20
მიუგო იოაბმა და უთხრა: „შორს, შორს ჩემგან მისი ნგრევა და განადგურება!
21
აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცით და დავეხსნები ქალაქს.“ და უთხრა დედაკაცმა იოაბს: „კეთილი. გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.“
22
და მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი გონივრული სიტყვით. და მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. და ბუკსა სცა მან, და ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. ხოლო გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან.
23
იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელ ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე – ქერეთელებსა და ფელეთელებს;
24
და ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა. და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო;
25
შევა მწიგნობარი იყო, ცადოკი და აბიათარი კი – მღვდლები,
26
იაირელი ყირაც მღვდელი იყო დავითთან.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
Recommended Reading
Commentary
2 Samuel Commentaries
→
Devotional
2 Samuel Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→