bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 3
2 Samuel 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
1
და იყო ხანგრძლივი განხეთქილება საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
2
და შეეძინა დავითს ხებრონში ვაჟები: მისი პირმშო იყო ამნონი, იზრეყელელი ახინოყამისგან;
3
მეორე – ქილეაბი, აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისაგან; მესამე – აბესალომი, ძე მაყაქასი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა;
4
მეოთხე – ადონია, ხაგითის შვილი; მეხუთე – შეფატია, აბიტალის შვილი;
5
მეექვსე – ითრეყამი, ყეგლასაგან, დავითის ცოლისაგან. ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.
6
საულის სახლსა და დავითის სახლს შორის განხეთქილებისას აბნერს საულის სახლის მხარე ეჭირა.
7
და ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშ-ბოშეთმა აბნერს: „რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?“
8
ძლიერ განარისხეს იშ-ბოშეთის ამ სიტყვებმა აბნერი და თქვა: „განა მე ძაღლის თავი ვარ, იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს რომ ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასთ, და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში? და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?
9
ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს, და კიდევ უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქცე, როგორც შეჰფიცა დავითს უფალმა:
10
მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენო ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე.“
11
და სიტყვა ვეღარ შეუბრუნა მან აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12
და გაუგზავნა აბნერმა მოციქულები დავითს, და დააბარა ეთქვათ: „ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? შეკარი კავშირი ჩემთან, და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რათა მოგემხროს მთელი ისრაელი.“
13
და თქვა: „კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთი პირობით, ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მიქალი, საულის ასული არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.“
14
მოციქულები დავითმაც გაუგზავნა იშ-ბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი – მიქალი, რომელიც 100 წინადაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩების ფასად დავწინდე.“
15
და გაგზავნა კაცი იშ-ბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისაგან.
16
და წამოჰყვა მას ქმარი და ტირილით მოაცილებდა ბახურიმამდე. აქ კი უთხრა აბნერმა: „წადი, გაბრუნდი.“ და ისიც გაბრუნდა.
17
დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „უწინაც გინდოდათ, რომ დავითი თქვენი მეფე ყოფილიყო.
18
ახლა იმოქმედეთ, რადგან უთხრა უფალმა დავითს: ‘ჩემი მსახურის, დავითის ხელით უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.’“
19
ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელთაც. და მერე წავიდა დავითთან ხებრონში, იმის სათქმელად, რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს.
20
და მივიდა აბნერი დავითთან ხებრონში, თან 20 კაცი ახლდა. ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერს და იმ კაცებს, რომლებიც მას ახლდნენ.
21
და უთხრა აბნერმა დავითს: „ავდგები და წავალ და შევუკრებ ჩემს მეფე-ბატონს მთელს ისრაელს, რათა აღთქმა დაგიდონ და ყველაზე იმეფო შენი გულისწადილისამებრ.“ და გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
22
და აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურნი და იოაბი და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი უკვე აღარ იყო დავითთან ხებრონში, რადგან დავითმა გაუშვა ის, და ისიც წავიდა მშვიდობით.
23
როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, აცნობეს იოაბს: „მოვიდა აბნერი, ნერის ძე მეფესთან, და მან გაუშვა იგი, და ისიც წავიდა მშვიდობით.“
24
მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა ჰქენი? აჰა, მოსულა შენთან აბნერი! რატომ გაუშვი და დაანებე, რომ წასულიყო?
25
შენ ხომ იცნობ აბნერს, ნერის ძეს, შენს მოსატყუებლად მოვიდა, რათა გაიგოს შენი გამოსვლა და შენი შესვლა და ყველაფერი გამოიძიოს, რასაც აკეთებ.“
26
და როგორც კი გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს. სირას ჭიდან გამოაბრუნეს მათ იგი. დავითმა კი არაფერი იცოდა ამის შესახებ.
27
და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჰკრა მახვილი. და მოკვდა ის ყასაელის, იოაბის ძმის სისხლის საზღაურად.
28
და როცა შემდეგ ეს გაიგო დავითმა, თქვა: „უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე უკუნისამდე აბნერის, ნერის ძის სისხლში;
29
დაატყდეს იგი იოაბის თავს და მამამისის მთელ სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელჯოხიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!“
30
ხოლო იოაბმა და აბიშაიმ, მისმა ძმამ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა ყასაელი, მათი ძმა გიბეონთან ბრძოლაში.
31
და უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელ ხალხს: „შემოიხიეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი.“ მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა კუბოს.
32
და როცა მათ დამარხეს აბნერი ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე და ტიროდა მთელი ხალხი.
33
და წარმოთქვა მეფემ თავისი საგოდებელი და თქვა: „განა უგუნურის სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34
ხელები შეკრული არა გქონია, არც ფეხებზე გდებია ხუნდები; და შენ დაეცი, როგორც ეცემიან ავაზაკთა ხელით!“ – და კიდევ უფრო მეტად ატირდა ხალხი.
35
ჯერ ისევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდა დავითს. იფიცავდა დავითი და ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამ.“
36
და მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.
37
და გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფისგან არ მოდიოდა აბნერის, ნერის ძის მკვლელობა.
38
და უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „იცით, რამხელა სარდალი და რა დიდი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში?
39
მე დღეს ჯერაც სუსტი ვარ, თუმცა ცხებული ვარ მეფედ. ეს ხალხი კი, ცერუიას ძენი, ჩემზე ძლიერნი არიან. უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტების სანაცვლო!“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24