bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 24
2 Samuel 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
1
კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ, და ათქმევინა: „წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.“
2
და უთხრა მეფემ იოაბს, თავისი ლაშქრის მხედართმთავარს, რომელიც მასთან იყო: „შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბეერ-შებაყამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“
3
და უთხრა იოაბმა მეფეს: „უფალმა, შენმა ღმერთმა შემატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?“
4
და იძალა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქრის მხედართმთავრებზე. და გავიდნენ მეფისგან იოაბი და მხედართმთავრები ისრაელიანთა აღსარიცხად.
5
და გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებარეობს, იაყზერის პირდაპირ.
6
და მივიდნენ გალაადში და კადეშში თახთიმ-ხოდშის მხარეში, იქიდან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
7
მივიდნენ ცორის ციხესიმაგრესთან და მოიარეს ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გავიდნენ იუდას ნეგებში ბეერ-შებაყთან.
8
და მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და 20 დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
9
და მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის გრაგნილი; და აღმოჩნდა ისრაელში 800 ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში – 5 ათასი კაცი.
10
და გულმა გაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ხალხი. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შევცოდე, იმით, რაც გავაკეთე. ახლა გევედრები შენ, უფალო, მიუტევე შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“
11
და დილით, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:
12
„წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამს შემოგთავაზებ, ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.’“
13
და მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: „რა გიჯობს: შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაში, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და აწონ-დაწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს მომავლინებელს.“
14
და უთხრა დავითმა გადს: „მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“
15
და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დილიდან დათქმულ დრომდე, და გაწყდა დანიდან ბეერ-შებაყამდე 70 ათასი კაცი.
16
ხოლო როცა გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის დასაღუპად, უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის დამღუპველ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ იებუსელი არავნას კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17
და უთხრა დავითმა უფალს ხალხის შემმუსვრელი ანგელოზის დანახვისას: „აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!“
18
და მივიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: „წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო არავნა იებუსელის კალოზე.“
19
და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა.
20
და გამოიხედა არავნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მსახურნი, და გამოვიდა არავნა და მდაბლად თაყვანი სცა მეფეს.
21
და თქვა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ უთხრა დავითმა: „შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაგებად, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“
22
და უთხრა არავნამ დავითს: „აიღოს და აღავლინოს ჩემმა მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, აჰა, კევრი და ხარების უღლები სამსხვერპლო შეშად.
23
ყველაფერ ამას უძღვნის, მეფეო, არავნა მეფეს.“ და უთხრა არავნამ მეფეს: „უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!“
24
და უთხრა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთად მიღებულ სრულადდასაწველს.“ და იყიდა მეფემ კალო და ხარები 50 შეკელ ვერცხლად.
25
და აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი, და შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდა ჟამიანობა ისრაელს.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24