bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 23
2 Samuel 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
1
ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმოვანმა მგალობელმა:
2
„უფლის სული მეტყველებს ჩემი პირით; და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა.
3
მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს
4
და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან აბიბინებული ბალახი.
5
განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღმერთის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ჩემი შველა? განა მისით არ მისრულდება ჩემი ნატვრა?
6
უკეთურნი ეკლებივით აღმოიფხვრებიან, ხელით რომ არ აიღება.
7
ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“
8
ესენია დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე მოკლა.
9
მის შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს.
10
ისრაელიანები გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ, და შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს მანამდე, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. და მხოლოდ იმისთვის გამოჰყვა მას ხალხი, რომ მკვდრები ეძარცვათ.
11
მის შემდეგ შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები ლეხში, იყო იქ მინდვრის ნაკვეთი, სადაც ოსპი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
12
და ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას. მუსრი გაავლო ფილისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
13
და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათ მეთაურთაგანნი და მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში ალოობისას, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
14
დავითი მაშინ კლდის სიმაგრეში იყო, ხოლო ფილისტიმელების მეციხოვნეები ბეთლემში იდგნენ.
15
და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“
16
და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფლის წინაშე დაღვარა.
17
და თქვა: „შორს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდათ ჩადენილი ამ სამ მოყმეს.
18
აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ოცდაათის თავი იყო. 300 კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. და ჰქონდა მას სახელი იმ სამთა შორის.
19
ოცდაათს შორის მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა;
20
ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცის ძე, კაბცეელელი. მან დაამარცხა ორი ძე მოაბელი არიელისა. ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლობის დროს.
21
მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22
ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის;
23
30დან გამოირჩეოდა, თუმცა იმ სამს ვერ გაუტოლდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა;
24
ოცდაათს შორის იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა; ელხანანი, ბეთლემელი დოდოს ძე;
25
შამა ხაროდელი, ელიკა ხაროდელი;
26
ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი;
27
აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი;
28
ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი;
29
ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან;
30
ბენაია ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშის ხევიდან;
31
აბი-ყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი;
32
ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი;
33
შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, ჰარარელი;
34
ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი.
35
ხეცრო ქარმელელი; ფაყარაი არბელი;
36
იგალ ნათანის ძე ცობადან; ბანი გადელი;
37
ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის, საჭურველმტვირთველი;
38
ყირა ითრელი; გარებ ითრელი;
39
ურია ხეთელი – სულ 37.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24