bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 7
2 Samuel 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
1
მას შემდეგ, რაც დაემკვიდრა მეფე თავის სახლში და მოასვენა იგი უფალმა გარეშემო მტრებისგან,
2
უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: „აჰა, შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია.“
3
და უთხრა ნათანმა მეფეს: „გააკეთე, რასაც გული გეტყვის, რადგან შენთან არის უფალი.“
4
მაგრამ იმავე ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
5
„წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს დასავანებლად?
6
მე არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან მოყოლებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიყვანე, მუდამ კარავსა და სავანეში ვტრიალებდი დღემდე.
7
სადაც კი მივლია ისრაელიანთა შორის, თუ ერთხელ ერთი სიტყვა მაინც წამომცდენია ისრაელის რომელიმე ტომის წინაშე, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, და მითქვამს: კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?’
8
ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს – დავითს: ‘ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
9
ყველგან თან გდევდი, სადაც კი მიდიოდი, და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, და განვადიდე შენი სახელი, მსგავსად ამ ქვეყნის დიადთა სახელისა;
10
და ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნებ მას, და იცხოვრებს იგი მშვიდად თავის ადგილზე, და მეტად აღარ შეშფოთდება, და ბოროტების ძენი აღარ შეაჭირვებენ მას უწინდებურად.
11
მას შემდეგ, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოვასვენე ყველა მტრისგან. უფალი გატყობინებს, რომ მას სურს აგიგოს სახლი.
12
როცა აღივსებიან შენი დღეები და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ.
13
და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ.
14
მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. თუ შემცოდავს, კაცთა წესით ვგვემ და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15
თუმცა არ მოვუშლი მას ჩემს წყალობას, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენი სახის წინაშე;
16
არამედ მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო უკუნისამდე ჩემი სახის წინაშე. მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე.’“
17
ეს სიტყვები და ეს ხილვა გაუზიარა ნათანმა დავითს.
18
და მივიდა მეფე დავითი და წარსდგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, და რა არის ჩემი სახლი, რომ ასე განმადიდე?
19
ესეც გემცრო თვალში, ჩემო უფალო ღმერთო, და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო!
20
და კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
21
შენი სიტყვისა და შენი გულისთქმისამებრ მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რათა ამცნო შენს მსახურს.
22
ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო, ჩემო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი, და არ არის ღმერთი შენს გარდა, ყოველივე იმის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
23
და ვინ არის შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი? ის ერთადერთია დედამიწაზე, რომლისთვისაც მოვიდა ღმერთი, რომ თავის ხალხად დაეხსნა და განედიდებინა თავისი სახელი და დიდი და საშინელი ამბები გექნა შენი ერის წინაშე, რომელიც შენთვის დაიხსენ ეგვიპტისგან, წარმართთაგან და მათი ღმერთებისგან.
24
შენ აირჩიე შენს ერად ისრაელი, რათა უკუნისამდე შენი ერი ყოფილიყო და შენ, უფალო, მისი ღმერთი გახდი!
25
და ახლა უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, შენს მსახურსა და მის სახლზე თქმული,
26
რათა განდიდდეს შენი სახელი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთი არისო ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის, დავითის სახლი!
27
რადგან შენ იყავი, ყოვლისმპყრობელო უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი: სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მსახურს, ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
28
ახლა, უფალო ღმერთო, შენა ხარ ის ღმერთი, რომლის სიტყვებიც ჭეშმარიტია, და შენი მსახურისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
29
ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი საუკუნოდ!“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24