bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 2
2 Samuel 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 3 →
1
ამის შემდეგ დაეკითხა დავითი უფალს, და უთხრა: „შევიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ და უთხრა უფალმა: „შედი.“ უთხრა დავითმა: „სად შევიდე?“ მან უთხრა: „ხებრონში.“
2
და წავიდნენ იქ დავითი და მისი ორივე ცოლი: იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ნაბალის ქვრივი, ქარმელელი.
3
და თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა მათი სახლებიანად, და დასახლდნენ ხებრონის ქალაქებში.
4
მოვიდნენ იუდაელნი და დავითი მეფედ სცხეს იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებმა უკვე დამარხესო საული.
5
და გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ მიაგეთ თქვენს ბატონს – საულს – და დამარხეთ.
6
უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისთვის, თქვენ რომ გააკეთეთ.
7
ახლა მკლავნი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მკვდარია თქვენი პატრონი, საული, და მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.“
8
ხოლო აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშ-ბოშეთი, საულის ძე, და გადაიყვანა მახანაიმში,
9
და გაამეფა გალაადზე, და აშურელებზე, და იზრეყელზე, და ეფრემზე, და ბენიამინზე, და მთელს ისრაელზე.
10
40 წლისა იყო იშ-ბოშეთი, საულის ძე, როცა გამეფდა ისრაელზე, და ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი გაჰყვა დავითს.
11
და იყო დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე შვიდი წელი და ექვსი თვე.
12
და გამოვიდა აბნერი, ნერის ძე, იშ-ბოშეთის, საულის ძის მსახურებთან ერთად მახანაიმიდან გიბეონისაკენ.
13
გამოვიდა იოაბ ცერუიას ძეც დავითის მსახურებთან ერთად, და შეეყარნენ ისინი ერთმანეთს გიბეონის ტბორთან, და გამაგრდნენ: ერთნი ტბორს იქითა ნაპირას, მეორენი – აქეთა ნაპირას.
14
და უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე.“ მიუგო იოაბმა: „გამოვიდნენ!“
15
და ადგა და გამოვიდა 12 ბენიამინელი იშ-ბოშეთის, საულის ძის მხრიდან და 12 დავითის მსახურთა მხრიდან.
16
და ჩაავლეს ერთმანეთს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. და ეწოდა მას შემდეგ იმ ადგილს ხელკათ-ჰაცურიმი, რომელიც გიბეონთან არის.
17
და გაიმართა იმ დღეს უსასტიკესი ბრძოლა, და იძლივნენ აბნერი და ისრაელიანები დავითის მსახურთა მიერ.
18
იქ იყო ცერუიას სამი ძე: იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ხომ ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი ველზე.
19
და გამოუდგა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, კვალდაკვალ მისდევდა აბნერს.
20
უკან მოიხედა აბნერმა და უთხრა: „ყასაელი ხარ?“ და თქვა: „მე ვარ.“
21
და უთხრა აბნერმა: „გადაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი.“ მაგრამ ყასაელმა არ ინდომა და არ ჩამოეცალა მას.
22
და კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: „ჩამომცილდი, თუ არ გინდა, რომ მიწას დაგაკლა! რა პირითღა უნდა შევხედო მერე იოაბს, შენს ძმას?“
23
მაგრამ არ მოინდომა მან ჩამოცილება, და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. და ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
24
და დაედევნენ იოაბი და აბიშაი აბნერს. და მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ არის, გიბეონის უდაბნოს გზაზე.
25
და შეიყარნენ ბენიამინის ძენი აბნერთან, ერთი რაზმი შეადგინეს და ერთი ბორცვის თავზე დადგნენ.
26
და გასძახა აბნერმა იოაბს: „როდემდე უნდა ჭამოს მახვილმა? ნუთუ არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? როდემდე არ უნდა უბრძანო შენს ხალხს, თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?“
27
და უთხრა იოაბმა: „ღმერთია მოწამე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ხალხი თავისი ძმების დევნას.“
28
და დაჰბერა ბუკი იოაბმა და შედგა მთელი ხალხი, და აღარ დაედევნა ისრაელიანთ და აღარც ერთმანეთს შებრძოლებიან.
29
და აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ყარაბაზე, და გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ხეობა და მიაღწიეს მახანაიმს.
30
და იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მსახურთაგან აკლდა მხოლოდ 19 კაცი და ყასაელი.
31
ხოლო დავითის მსახურებმა ბენიამინის ძეთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს 360 კაცი.
32
და წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში. და იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და გამთენიისას ჩააღწიეს ხებრონში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24