bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Samuel 10
2 Samuel 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და მის ნაცვლად მისი ძე ხანუნი გამეფდა.
2
და თქვა დავითმა: „წყალობას მივაგებ ხანუნს, ნახაშის ძეს, იმ წყალობისათვის, რომელიც მომაგო მამამისმა.“ და გააგზავნა დავითმა თავისი მსახურნი, მისასამძიმრებლად მამამისის გამო. და როცა მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონიანთა ქვეყანაში,
3
ყამონის მთავრებმა უთხრეს ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ გგონია, რომ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ ქალაქის დასაზვერად გამოგიგზანა დავითმა ხალხი, დასათვალიერებლად და დასაქცევად?“
4
და ადგა ხანუნი და დავითის მსახურთ ცალი წვერი ჩამოჰპარსა, შემოაჭრა ნახევარი სამოსელი თეძოებამდე და ისე გაუშვა.
5
და როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. და ბრძანა მეფემ ეთქვათ მათთვის: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ, და მერე მობრუნდით.“
6
ნახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და კაცები გაგზავნეს, რომ დაექირავებინათ არამელები ბეთ-რეხობიდან და არამელები ცობადან 20 ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასაგან ათასი კაცი და ტობიდან 12 ათასი კაცი.
7
როცა ეს შეიტყო დავითმა, გაგზავნა იოაბი რჩეულთა მთელი ლაშქრით.
8
და გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საომრად კარიბჭის შესასვლელთან. ხოლო ცობასა და რეხობის არამელები, და ტობისა და მაყაქას კაცები ცალკე დადგნენ ველზე.
9
და როცა დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარები წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანთაგან ურჩეულესნი და გააწყო არამელთა პირისპირ.
10
დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას ჩააბარა და მანაც გააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ.
11
და თქვა: „თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები; თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
12
მამაცად იყავი, და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი ღმერთის ქალაქისთვის, დაე, უფლის ნებისამებრ იქნეს ყოველივე.“
13
და გავიდა იოაბი და ხალხი, რომელიც მასთან იყო, არამელთა წინააღმდეგ საომრად, და უკუიქცნენ არამელნი.
14
და როცა ყამონიანთ დაინახეს, რომ არამელები გარბოდნენ, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. და გამობრუნდა იოაბი ყამონიანთაგან და იერუსალიმში მივიდა.
15
როცა დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, ერთად შეიკრიბნენ.
16
და გააგზავნა ჰადადყეზერმა და მოუწოდა არამელთ, რომლებიც მდინარის გაღმა იყვნენ, და ისინიც მოვიდნენ ხელამში. ხოლო მათ შობაქი, ჰადადყეზერის მხედართმთავარი მიუძღოდა.
17
როდესაც შეატყობინეს ეს დავითს, მანაც მთელი ისრაელი შეკრიბა, და გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. და დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ.
18
გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არამელთაგან 700 ეტლოსანი და 40 ათასი მხედარი. მახვილი უგმირა შობაქს, მათ მხედართმთავარს, და იქვე მოკვდა იგი.
19
და როცა ჰადადყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. ხოლო არამელებმა ვეღარ გაბედეს, რომ მიხმარებოდნენ ყამონიანთ.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24