bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 1
2 Kings 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 2 →
1
და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
2
და გადმოვარდა ახაზია სარკმლიდან თავისი ზემოთვალისა, სამარიაში რომ ჰქონდა, და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგანო?
3
უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ?’
4
ამიტომაც ასე ამბობს უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია.
5
და დაბრუნდნენ მოციქულები მეფესთან და უთხრა მათ: „რატომ დაბრუნდით?“
6
და უთხრეს: „კაცი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: ‘წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგაგზავნათ, და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან აგზავნი საკითხავად? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“
7
ჰკითხა მათ: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“
8
და უთხრეს მას: „ბანჯგვლიანია ის კაცი და წელზე ტყავის ქამარი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“
9
და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და როცა ის მასთან ავიდა, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და უთხრა მას: „ღვთისკაცო! მეფე გიბრძანებს: ძირს ჩამოდიო.“
10
და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული.
11
და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“
12
და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული.
13
და მესამედ მიუგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და უთხრა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათის, შენი მსახურის, სიცოცხლეს შენს თვალში.
14
აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“
15
და უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მისი.“ და ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან.
16
და უთხრა მას: „ასე ამბობს უფალი: რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გააგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.“
17
და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც თქვა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი, ახაზიას ძმა გამეფდა იუდას მეფის, იოშაფატის ძის – იორამის მეორე წელს, რადგან მას ძე არ ჰყოლია.
18
და ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25